ქართველმა მორაგბემ თავი ჯერ კიდევ შარშან, მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა. წლეულს კი, საქართველოში მიმდინარე ანალოგიურ შეჯიბრებაში, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. აფრასიძით "მონპელიეს" სკაუტები დაინტერესდნენ და საქმეც გაიჩარხა - გელა უკვე მონპელიელია.
შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" თამაშობენ ქართველი მორაგბეები: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"