"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "ლელოს" ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ელიტურ პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან".

ქართველმა მორაგბემ თავი ჯერ კიდევ შარშან, მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა. წლეულს კი, საქართველოში მიმდინარე ანალოგიურ შეჯიბრებაში, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. აფრასიძით "მონპელიეს" სკაუტები დაინტერესდნენ და საქმეც გაიჩარხა - გელა უკვე მონპელიელია.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" თამაშობენ ქართველი მორაგბეები: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
დიდებული სიახლეა,შარშან ვასკა,წელს გელა.ყინული დაიძრა.ველოდები სპანდერაშვილის დაწინაურებასაც,ეს ბიჭი შეიძლება ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდეს.თუ ჩვენი სხვა უკანახაზელებიც გადავლენ საფრანგეთის მაღალ ლიგებში და შესძლებენ იქ დამკვიდრებას,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.ირლანდიასთან კი დასაკარგი არაფერი გვაქვს და ლაღი თამაშით, მაგათთანაც შეიძლება შეიძლება გამარჯვება.წარმატებები ბიჭებო!
სოსო
16 ივნისი 2017 20:03
0
ბურჯები მაგარი ბიჭები არიან
ჰუკერიც
მეორე და მესამე ხაზიც
ღერძიც და ცენტრიც
ფრთაზე და ფულბექზეც არ ითქმის ძვირი,

გოგიჩაიშვილი, ტაბიძე, პაპიძე, ჭეიშვილი,ჯაიანი, საღინაძე, ჯალაჭონია, სპანდერაშვილი, აფრასიძე, აბჟანდაძე, კვესელაძე
giorgi
16 ივნისი 2017 15:48
0
უმაგრესი ამბავი! გილოცავ გელა და ვულოცავ საქართველოს!
B-52
16 ივნისი 2017 14:39
0
მაგარი ბიჭები არიან ესეც და აბჟანდაძეც. ადრეც დავწერე აქ და ეხლაც იგივეს გავიმეორებ ამ გუნდიდან ოთხი ხუთი კაცი დიდ რაგბს ითამაშებს.
quTaiseli
16 ივნისი 2017 14:06
0
უძლიერესი თაობა მოდის მამუკას წასვლით არ უნდა დავნებდეთ აბჟანდაძეც და სპანდერაშვილიც მაგრ გუნდებში დროზე რჟიმით ცხოვრებას რაც უფრო ადრე მიეჩვევიან ეროვნული ნაკრებისთვის და მათთვისაც უკეთესი.
samtredski
16 ივნისი 2017 13:59
0
მისალოცი ამბავია. წარმატებებს ვუსურვებ
ზურა
16 ივნისი 2017 13:05
0
ძალიან მაგარი ბიჭია, წარმატებები!!!!!!!!!
ორთაჭლელი
16 ივნისი 2017 12:09
0
ძალიან მაგარი ამბავია. იქნებ აბჟანდაძეც მოხვდეს სადმე გრანდში და რავიცი იმედია ნელ ნელა ბეკები წამოვლენ და აი მაშინ კი ნაღდად დავგლიჯავთ ბარეორს
xvistani
16 ივნისი 2017 11:59
0
უდიდესი სიხარულით გილოცავ, გელა! აბა, შენ იცი, თავი გამოიჩინე! მჯერა, რომ ძალიან გამოადგები ამ გუნდსაც და ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც. წარმატებები!
qomagi
16 ივნისი 2017 11:58
0
წარმატებები და წარმატებები. ასეთი გამონათებებით ვხარობთ ახლა საქართველოში.
ss
16 ივნისი 2017 11:56
0

სიახლეები პოპულარული