"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "ლელოს" ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ელიტურ პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან".

ქართველმა მორაგბემ თავი ჯერ კიდევ შარშან, მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა. წლეულს კი, საქართველოში მიმდინარე ანალოგიურ შეჯიბრებაში, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. აფრასიძით "მონპელიეს" სკაუტები დაინტერესდნენ და საქმეც გაიჩარხა - გელა უკვე მონპელიელია.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" თამაშობენ ქართველი მორაგბეები: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
დიდებული სიახლეა,შარშან ვასკა,წელს გელა.ყინული დაიძრა.ველოდები სპანდერაშვილის დაწინაურებასაც,ეს ბიჭი შეიძლება ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდეს.თუ ჩვენი სხვა უკანახაზელებიც გადავლენ საფრანგეთის მაღალ ლიგებში და შესძლებენ იქ დამკვიდრებას,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.ირლანდიასთან კი დასაკარგი არაფერი გვაქვს და ლაღი თამაშით, მაგათთანაც შეიძლება შეიძლება გამარჯვება.წარმატებები ბიჭებო!
სოსო
20:03 16-06-2017
0
ბურჯები მაგარი ბიჭები არიან
ჰუკერიც
მეორე და მესამე ხაზიც
ღერძიც და ცენტრიც
ფრთაზე და ფულბექზეც არ ითქმის ძვირი,

გოგიჩაიშვილი, ტაბიძე, პაპიძე, ჭეიშვილი,ჯაიანი, საღინაძე, ჯალაჭონია, სპანდერაშვილი, აფრასიძე, აბჟანდაძე, კვესელაძე
giorgi
15:48 16-06-2017
0

სიახლეები პოპულარული