"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "ლელოს" ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის ელიტურ პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონპელიესთან".

ქართველმა მორაგბემ თავი ჯერ კიდევ შარშან, მანჩესტერში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოიჩინა. წლეულს კი, საქართველოში მიმდინარე ანალოგიურ შეჯიბრებაში, გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. აფრასიძით "მონპელიეს" სკაუტები დაინტერესდნენ და საქმეც გაიჩარხა - გელა უკვე მონპელიელია.

შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" თამაშობენ ქართველი მორაგბეები: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ძაან მაგარი ამბავია. აბა შენ იცი გელა. ნელ-ნელა 9 ნომრის პოზიციაზე კონკურენცია (თანაც კარგი)იზრდება რაც ყველას გვახარებს.
tengocie
16 ივნისი 2017 11:46
0
დიდებული ამბავია. ასეთი ჟინით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით გააგრძელე გელა. წარმატებებს გისურვებ.
ბექა
16 ივნისი 2017 11:29
0
ყოჩაღ, სერიოზულია ძაან. :) წარმატებები
მინდია
16 ივნისი 2017 11:21
0
აი უკვე სჰედეგი 20 წლამდელებსი ტურნირიდან სხვა თუარაფერი ერთმა უკვე გაჭრა დიდ გუნდში გზა , დარწმუნებულივარ კიდევ წავლენნ ბიჭები წარმატებები გელას
archili
16 ივნისი 2017 11:10
0
ბატონი მოამედი აწი ნიჭიერ ახალგაზრდა ქართველს აღარ დატოვებს აქ )))
და არც სხვას გაატანს
მშვენიერი ამბავი!
giorgi
16 ივნისი 2017 10:56
0
აბჟანდაძეც უნდა გადავიდეს კარგ გუნდში
დინამო
16 ივნისი 2017 10:54
0
გელა გილოცავ ამ წარმატებას,ვულოცავ შენს მშობლებს,რაგბის ქართველ გულშემატკივრებს,ახლა იწყება ტიტანური შრომა ფრანგულ რაგბში ადგილის დამკვიდრებისთვის,გისურვებ დიდი რაგბის თამაშს.წარმატებები.......
პაატა
16 ივნისი 2017 10:35
0
ცარმატებები პატარა გმირს.
bajo
16 ივნისი 2017 10:31
0

სიახლეები პოპულარული