"მსოფლიო რაგბის" კომენტატორს არაერთ მსოფლიო დონის ტურნირზე უმუშავია და მისგან საქართველოში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატის ასეთი შეფასება სასიამოვნო ფაქტია.
საიმონ უორდს "მსოფლიო რაგბის" ჟურნალისტი ესაუბრა:
- საიმონ, 2017 წლის ტურნირს წარმოუდგენელი დასასრული ჰქონდა?
- ისტორიული დასასრული! ახალმა ზელანდიამ ტიტული მეექვსედ მოიპოვა და თანაც ულამაზეს სტილში - რეკორდული რაოდენობის ლელოები და ქულები ფინალში ბევრ რამეზე მეტყველებს.
ვფიქრობ, გუნდის კაპიტანი ლუქ ჯექობსენი თანაგუნდელებით
მათ მოახდინეს ძალის, ეფექტურობის, საშემსრულებლო ოსტატობის და ამბიციის დემონსტრირება. ეს იყო შემტევი გუნდი. ფინალურ მატჩში კვაჭმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ეს მათ სათამაშო სტილზე თავისთავად მეტყველებს. ახალმა ზელანდიამ საჩემპიონო თამაში აჩვენა და მათ ვერცერთი გუნდი ვერ გაუმკლავდებოდა.
- ფინალამდე ჩვენ ვსაუბრობდით ახალი ზელანდიის ხაზის მოთამაშეების სიძლიერეზე, თუმცა ფინალში 10-იდან 9 ლელო მორკინალებმა დადეს...
- ჩვენი ყურადღება მიპყრობილი იყო ქეილებ ქლაქრქის, ტიან ფოლქონის და ვილ ჯორდანისკენ, მაგრამ როდესაც ხედავ ასეთ გადამისამართებას, ხვდები, რატომაა რთული მათ წინააღმდეგ თავის დაცვა. ამის შესახებ ადრეც გვისაუბრია და კიდევ არაერთხელ ვიტყვით, ახალ ზელანდიაში ბავშვები რაგბის ინსტინქტებით იბადებიან და წარმოუდგენელ ილეთებს გვთავაზობენ. ჩვენ ეს ვნახეთ ნახევარფინალის პირველ ტაიმში და ფინალის პირველ ტაიმში.
- წინა თამაშებში ინგლისი თავს კარგად იცავდა, მაგრამ ფინალში ასე აღარ მოხდა...
- მათ ვერაფერი გაახერხეს და მალევე გატყდნენ. შესაძლოა, ეს იყო "ბეიბი ბლექსის" სიმძლავრის ან ტექნიკის დამსახურება, მაგრამ ისინი მალევე დაწინაურდნენ და ინგლისს ფეხზე წამოდგომის საშუალება არ მისცეს. მათი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო.
- სამხრეთაფრიკელი 8 ნომერი იარნო აუგუსტუსი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. დამსახურებულად შეირჩა ის ხუთ ნომინანტს შორის?
- დაიმსახურა, რადგან გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და მთელი ტურნირის მსვლელობისას შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან თავისი კვალი დატოვა, ყველა მატჩში შეძლო ლელოს გატანა, კარგი იყო დაცვაში, შეტევაში და სამხრეთ აფრიკისთვის დიდ ძალას წარმოადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ "ჯუნიორ სპრინგბოქსი" ინგლისთან ნახევარფინალში დამარცხდა, ისინი უნდა ამაყობდნენ საკუთარი თავით, რადგან დაამტკიცეს, რომ შემტევი რაგბის თამაში შეუძლიათ. ეს შესანიშნავი მასალაა. სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის თავკაცი ალისტერ კუცე დიდ ზეწოლას განიცდის მისი გუნდის თამაშის სტილის გამო.
ბევრი პროგრესის შანსს იმ სტილში ხედავს, რომლის დემონსტრირებაც "უმცროსმა სპრინგბოქსმა" მოახდინა და იყო ერთი დამთხვევა - მათ ფრანგი 20-წლამდელები ზუსტად ისეთივე ანგარიშით დაამარცხეს, როგორითაც უფროსმა "სპრინგბოქსმა" იმავე საფრანგეთთან დურბანში იმარჯვა.
- კიდევ რომელმა გუნდმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?
- ვფიქრობ, ტურნირის არსებობის ისტორიაში იტალიას საუკეთესო გუნდი ჰყავდა. მათი თამაში წინამორბედებს ბევრად აღემატებოდა და კმაყოფილები უნდა იყვნენ მიღწეული შედეგით. იმდგაცრუებული იქნება არგენტინა, რომელმაც შარშან ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
კარგი გუნდები ჰყავდათ შოტლანდიას და უელსს. აღსანიშნავია, უელსელთა შემადგენლობიდან ბევრ ბიჭს გაისადაც შეეძლება 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაში და აქ მიღებული გამოცდილება მათ დიდ სამსახურს გაუწევს.
კარგი მომენტები ჰქონდა სამოასაც, განსაკუთრებით, ავსტრალიასთან მატჩში. ყველა გუნდს ჰქონდა რაღაც დადებითი, რომლის დანახვაც შეიძლებოდა. ბევრი რამ მომავალში გამოჩნდება, თუმცა იქნება იმედგაცრუებებიც. ირლანდიელები იბრძოდნენ, მაგრამ მათ პრობლემები ტრავმებმაც შეუქმნა, მათ შორის, უშუალოდ ტურნირის მსვლელობისასაც.
მთლიანობაში, ვიხილეთ ფანტასტიკური რაგბი, სარეკორდო რაოდენობის ლელოები, ქულები და ეს დიდწილად იყო დამოკიდებული პოზიტიურ მსაჯობაზე. ოფიციალური პირები რაგბის განუყოფელი ნაწილი არიან. ეს იყო ძალიან, ძალიან სასიამოვნო ტურნირი.
- რას იტყვით საქართველოზე, როგორც გუნდზე და როგორც მასპინძელზე?
- საქართველოს თამაშებზე განსაკუთრებული ატმოსფერო იყო. ჩემთვის იყო დიდი პატივი და პრივილეგია მათი თამაშების ხილვა.
"ავჭალის" სტადიონზე, პირველი მატჩის კომენტირების შემდეგ, მეორე და მესამე შეხვედრას გულშემატკივრებთან ერთად ვუყურე და მათგან წარმოუდგენელი ემოცია მოდიოდა. იგივე იყო ბოლო ორი თამაშისას "მიხეილ მესხზე". არგენტინასთან გამარჯვება დაუჯერებელი იყო.
გელა აფრასიძის ლელო იყო... იმწამსვე ფილ ბენეტი გამახსენდა. კომენტატორები ფეხზე იდგნენ და ამ ლელოს ტაშს უკრავდნენ.
- გელა აფრასიძის საოცარი ლელო ირლანდიასთან მატჩში [VIDEO]
ახლა, როდესაც საქართველოს ასეთი ხარისხის გუნდი ჰყავს და გაგრძელდება პროგრესი, რის შესახებაც მუდამ გვესმის, ის კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე ავა. მათ სურთ გახდნენ უკეთესები, გაერივნენ ელიტაში და ის, რასაც 19 დღის განმავლობაში ვხედავდით, ამისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით