საქართველო მომავალი საკმაოდ საიმედოა

AutoSharing Option


ბრისტოლი რამდენიმე ქართველით დაინტერესდა


მომავლის საქართველოს ნაკრები ინგლისური ტურნედან დაბრუნდა. ჩვენმა მორაგბეებმა ლევან მაისაშვილისა და ნიკოლოზ ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით რაგბის სამშობლოში ორი მატჩი გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. ჩვენმა ბიჭებმა ჯერ ინგლისის არმიის გუნდი სძლიეს 30:17, მერე კი ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამარცხეს - 38:13.
ინგლისური ტურნეს მიმდინარეობის თაობაზე ნაკრების მწვრთნელს ლევან მაისაშვილს ვესაუბრეთ.
- თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა ინგლისში საქართველოს A ნაკრები წაგვეყვანა, მაგრამ რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო მოთამაშეების შეკრება ვერ მოხერხდა, გადავწყვიტეთ ბევრი ახალი მოთამაშე გამოგვეცადა და გუნდსაც მომავლის ნაკრები ვუწოდეთ. იმ მორაგბეებს,
ვინც საქართველოში იმყოფებოდა თბილისში ვავარჯიშებდით, ლეგიონერები კი ინგლისში შემოგვიერთდნენ. საერთo ჯამში კარგი ტურნე გამოგვივიდა.
- რომელ ქალაქში იმყოფებოდა გუნდი და რამდენად სრულყოფილი იყო წვრთნის პროცესი?
- გლოსტერთან ახლოს პატარა ქალაქია ჩელთენჰემი. მასპინძლებმა შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს. ინგლისში 19 მარტს ჩავედით. იმავე დღეს ვარჯიში ვერ მოვახერხეთ. 20-21 მარტს კი ორჯერადი wvrTna Cavatართეთ. თამაშის წინა დღეს კი ტრადიციისამებრ კაპიტნის ვარჯიში ჩატარდა.
დრო მოსამზადებლად, ცხადია, ბევრი არ იყო. ვარჯიშისას მაქსიმალურად ვცდილობდით ის მოთხოვნები წაგვეყენებინა მორაგბეებისთვის, რასაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელები gvavalebენ. ვეცადეთ თამაშის მანერა ისეთივე გვქონოდა, როგორიც "ბორჯღალოსნებს" აქვთ. ტურნეში თან გვახლდა ვიდეო ანალიზის სპეციალისტი დათო რამიშვილი, რომელიც ყველა ვარჯიშს იღებდა. წვრთნის დასრულების შემდეგ კი ნამუშევარს მორაგბეებთან ერთად განვიხილავდით.
- მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად დრო ცოტა გქონდათ, არმიის გუნდს დამაჯერებლად მოუგეთ...
- მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგი გუნდი იყო. ინდივიდუალურად შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავდათ, ოღონდ ეგ იყო შეთამაშება აკლდათ, გუნდურ თამაშში მოიკოწლებდნენ. მართალია, ყველა matCზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ჩვენთვის ამჯერად მთავარი იყო, amა თუ იm მორაგბis SesaZleblobebi TamaSSi გვენახა. გვაინტერესებდა, როგორ ართმევდნენ ისინი დაკისრებულ მოვალეობას თავს მოწინააღმდედგის მიერ გაძლიერებული წნეხის პირობებში.
უნდა ითქვას, რომ ამ თამაშმა ბევრი რამ დაგვანახა და ივნისში, რუმინეთში გასამართი IRB-ს ერთა თასისთვის მოსამზადებლად შესანიშნავი საშუალება იყო.

- რუმინეთში IRB-ს ერთა თასზე ეროვნული ნაკრები ითამაშებს თუ A ნაკრები?
- ეგ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა. სავარაუდოდ A ნაკრებით თამაშის უფლებას არ მოქგვცემენ. ბუქარესტში ეროვნული ნაკრების სახელით A ნაკრების გაგზავნა მოგვიწევს. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ იმ მორაგბეებიდან, რომლებმაც ინგლისში ითამაშეს ვინ გვეყოლება და ვინ არა უცნობია. ვშიშობ ისე გამოვა, რომ გუნდის ხელახალა შექმნა da შეთამაშება მოგვიწევს.
- მეორე მატჩი ოქსფორდის უნივერსიტეტთან ჩვენმა გუნდმა გაცილებით უკეთ ითამაშა...
- საწყის 20 წუთზე მაგას ვერ ვიტყვი. ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა. ოქსფორდის უნივერსიტეტს არმიის გუნდთან ჩვენთან თამაშამდე სამი კვირით ადრე წაგებული ჰქონდა. ჩვენს მოთამაშეებს ვაფრთხილებდით, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექციათ, თვითონაც ცდილობდნენ მაქსიმალურად მობილიზებულნი ყოფილიყვნენ, მაგრამ დასაწყისში ჩანდა, რომ მეტოქე მაინც არ შეაფასეს სათანადოდ.
თანაც ოქსფორდელებმა გუნდი რამდენიმე ახალი მოთამაშით გააძლიერეს და ჩვენ წინააღმდეგ გაათკეცებული ენერგიით გამოვიდნენ საბრძოლველად. ერთი სიტყვით, თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ მერე მობილიზება შევძელით, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ოქსფორდის უნივერსიტეტის საკმაოდ კარგი, მობილური გუნდი დიდი ანგარიშით დავამარცხეთ.
- ეროვნული ნაკრების მწვრთნელები ესწრებოდნენ გუნდის ვარჯიშებს?
- დონ კასკი რომ ჩავედით იქ დაგვხვდა. მაიკლ ბრეიდლი კი 23 მარტს ჩამოვიდა და ყველა ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა. რიჩი დიქსონი კი თამაშებს დაესწრო.
- წესით ამ ორ მატჩს ინგლისელი სკაუტებიც უნდა დასწრებოდნენ...
- დიახ, სარაგბო კლუბ "ბრისტოლის" სკაუტები იყვნენ. ისინი ირაკლი ყიასაშვილით, კარლენ ასეიშვილითა და ზვიად მაისურაძით დაინტერესდნენ, თუმცა რაიმე კონკრეტული წინადადებით არავისთვის მიუმართავთ.
- ვინმე მძიმედ ხომ არ დაშავებულა?
- ლაშა თავართქილაძემ მუხლი დაიშავა და მეორე მატჩში ვერ ითამაშა. ვარჯიშისას მიიღო ტრავმა გიორგი მჭედლიშვილმა da ორივე თამაში გაუცდა. რამდენიმე მორაგბეს მიკრო ტრავმა ჰქონდა, თუმცა სერიოზული არაფერია.
- საკმaო დიდი ხნის შესვენების შემდეგ ისევ გამოჩნდა მგეზავი ლაშა ხმალაძე, როგორ ფორმაშია ის ამჟამად?
- ლაშა ტრავმის შემდეგ რეაბიულიტაციას ჰართპულის კოლეჯის სარაგბო გუნდში გადიოდა. ის შესანიშნავ ფორმაშია, არ ეტყობა, რომ ცხრა თვე არ უთამაშია. ლაშა ამჟამად თბილისშია და კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადება.
- ინგლისში საქარველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ ადგილობრივ სარაგო აკადემიების წარმომადგენელებთან უნდა ჰქონოდათ შეხვედრა...
- დიახ ასეა, ისინი შეხვდნენ რამდნიმე კოლეჯისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რის შემდეგაც გარკვეული პროექტების მონახაზი გაკეთდა. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ამის თაობაზე უფრო დაწვრილებით ალბათ რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ისაუბრებს.
- ბოლოს, რა მოგცათ სასარგებლო ამ ტურნემ?
- ერთი რამ ცალსახად უნდა აღინიშნოს, მიუხედავდ იმისა, რომ მისამზადებლად დრო ცოტა გვქონდა გუნდმა მთლიანობაში დასახული ამოცანის შესრულებას თავი კარგად გაართვა. გუნდში იყო სათამაშო რგოლები, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, იყო ისეთებიც, რომლებზეც კარგის თქმა გამიჭირდება. გულახდილად რომ ვთაქვა, რამდენიმე მორაგბისგან უფრო მეტს ველოდი.






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული