ევროპის ჩემპიონატი, U-18: ევროპას რუსეთით ვიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე საფრანგეთის ქალაქ ლურდში გაემგზავრა. უმცროსი "ბორჯღალოსნები" აქ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც წლეულს განსხვავებული ფორმატით გაიმართება.

საქართველოს ნაკრები A დივიზიონში ასპარეზობს - რუმინეთის, რუსეთის, ბელგიის, პორტუგალიისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. ამ ექვსეულს საფრანგეთში ელიტური დივიზიონის ორი ხელმოცარული, შოტლანდიისა და იტალიის, ნაკრები დაემატება. ამ პრინციპით შეჯიბრება ორი წლის განმავლობაში ჩატარდება და თუ A დივიზიონის გუნდები ელიტარული ქვეყნების ნაკრებებთან ტოლ-სწორად ასპარეზობას შეძლებენ, მაშინ გამორიცხული არ არის, პირველ ორ ადგილზე გასულს ელიტაში თამაშის უფლება მისცენ.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას
ქართველი მორაგბეები 16 აპრილს რუსეთის ნაკრებთან გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდის მეტოქე ნახევარფინალში იტალიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება.

ქართველი 18-წლამდელები ტურნირისთვის ლევან მგელაძისა და დავით კაკაბაძის ხელმძღვანელობით ემზადებიან. გუნდმა თებერვლის ბოლოს ერთი საწვრთნელი შეკრება საფრანგეთში უკვე გამართა, სადაც სამი საკონტროლო მატჩიდან ორი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა. ჩემპიონატის დაწყებამდე ჩვენი მორაგბეები "ტარბის" თანატოლთა გუნდს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრები: საბა ნიკოლავა, გიორგი აფციაური, თორნიკე ჯიბლაძე (სამივე-თი ბი სი), ნიკოლოზ სულხანიშვილი, მურაზ გიორგაძე (ორივე-ვეფხვები), თამაზ მჭედლიძე, დავით ხიდაშელი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე, საბა შუბითიძე (ორივე-აკადემია), ვაჟა ხუციშვილი, გიორგი ბასილაია, გიორგი ნათელაშვილი, გიორგი ფრუიძე (ყველა-ხარები), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები), გიორგი ტალახაძე, გიორგი თეთრაშვილი (ორივე-ხულიგანა), ზურაბ თუთბერიძე, გიორგი ლომთაძე, ნოდარ მარდალეიშვილი, რატი ასათიანი (ყველა-აია), ვახტანგ ახობაძე, თამაზ ოლხიაშვილი (ორივე-ლელო), ნიკოლოზ პინაიშვილი (არმაზი), ბესარიონ შენგელია (ყოჩები), გიორგი სორდია (ლილი).

ევროპის ჩემპიონატი
მეოთხედფინალი

შოტლანდია-რუმინეთი, იტალია-პორტუგალია, საქართველო-რუსეთი, ბელგია-გერმანია.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული