იტალიელებთან ვერაფერს გავხდით

AutoSharing Option
საფრანგეთში მიმდინარე 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალური მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 16:36 დამარცხდა.

რუს თანატოლებთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ლევან მგელაძის გუნდი იტალიის 18-წლამდელთა ნაკრებთან ვერაფერს გახდა.

იტალიელებმა ორივე ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და სასურველი ანგარიში მიიღეს. ფინალში გასული იტალიის ნაკრები შოტლანდიას შეხვდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კი მესამე ადგილისთვის მატჩში 23 აპრილს გერმანიას ეთამაშება.

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო: 15. გიორგი აფციაური, 14. მურთაზ გიორგაძე, 13. თამაზ მჭედლიძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი ფრუიძე, 10. გიორგი
ბასილაია, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. გიორგი ლომთაძე, 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გიორგი სორდია, 5. გიორგი მჭედლიშვილი, 6. საბა შუბითიძე, 7. თამაზ ოლქიაშვილი, 8. ნოდარ მარდალეიშვილი.


თასის ნახევარფინალები. 19 აპრილი
1. შოტლანდია - გერმანია 87:3 (45:0)
2. იტალია - საქართველო 36:16 (29:3)

ნახევარფინალები V-VIII ადგილებისათვის. 19 აპრილი
3. რუმინეთი - ბელგია 6:19
4. პორტუგალია - რუსეთი 8:7

23 აპრილი
მეშვიდე ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი

მეხუთე ადგილისთვის
ბელგია - პორტუგალია

მესამე ადგილისთვის
საქართველო - გერმანია

ფინალი
შოტლანდია - იტალია


msy.gov.ge





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული