შეგახსენებთ, რომ "მსოფლიოს ახალგზარდული ალაფა" სტარტს თბილისში 24 მაისს აიღებს. ამ ტურნირში გამარჯვებული მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. "ალაფაზე" ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან კანადის, ზიმბაბვეს და იაპონიის ნაკრებები. სავარაუდო ფავორიტი კი უდავოდ სამოას ნაკრებია.
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფასთვის" მოსამზადებლად "პატარა ბორჯღალოსნები" დღეს ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ერთ-ერთი ფრანგული გრანდის, "კლერმონის" ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდებიან. "პატარა
შეგახსენებთ, რომ "კლერმონი" საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია და მისი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი. "კლერმონის" ესპუართა გუნდში კი ერთბაშად სამი ქართველი, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე და მიხეილ ჯაშიტაშვილი თამაშობს.
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფასთვის" მზადების პროგრამით დაგეგმილია ერთობლივი ვარჯიში "კლერმონის" ახალგაზრდულ გუნდთან.
ბოლო, ტურნირისწინა საწვრთნელ შეკრებას საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 10 მაისს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გუნდში სამი ლეგიონერია, კონსტანტინე მიქაუტაძე, ლევან ჩილაჩავა და დავით ლოსაბერიძე ფრანგული კლუბების ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობენ. "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფაზე" ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 24 მაისს კანადის ნაკრებთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია, ზურაბ ერისთავი, მერაბ მატკავა (სამივე-აია), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი), ლევან ჩოლაჩავა (ტულონი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: გიორგი ჯღენტი (არმია), ბაჩო კოლელიშვილი, ბექა ხიპაშვილი (ორივე-ლელო), კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი)
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ნიკა ჩხიკვაძე (აკადემია), ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), საბა ბერაძე (ხულიგანა), ლევან თხელიძე (აია), რეზო ჟღენტი (არმაზი).
#9: ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), რამაზ ჯინაშვილი (არმია), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი), სანდრო მინდიაშვილი (ხულიგანა).
#10: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები)
#12-13: გიორგი მარგიანი (აკადემია), რატი გარუჩავა (ყოჩები), დავით ლოსაბერიძე (აჟენი), გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი).
#11-14: ვანო გაბროშვილი (არმაზი), ზურაბ ძნელაძე, გიორგი აბრამიძე (ორივე-აია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია).
#15: უჩა მჭედლიშვილი (ლელო), ბახვა კობახიძე (არმია).
ახალგაზრდული ალაფა
24 სექტემბერი
საქართველო-კანადა, იაპონია-ზიმბაბვე, სამოა-აშშ, რუსეთი-ურუგვაი
28 სექტემბერი
საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა, სამოა-ურუგვაი, რუსეთი-აშშ
1 ივნისი
საქართველო-იაპონია, კანადა-ზიმბაბვე, ურუგვაი-აშშ, სამოა-რუსეთი
5 ივნისი
ფინალი