ტრიუმფი კორსიკაზე

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ვიენაში გამართულ მსოფლიო სარაგბო ფესტივალზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, კუნძულ კორსიკაზე გადაინაცვლა. ჩვენმა მორაგბეებმა აქ კიდევ უფრო უკეთესად ითამაშეს, ყველა მეტქე დიდი უპირატესობით დაამარცხეს, ისე რომ, ერთი ლელოც არ მიუღიათ.

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ზვიად ცუხიშვილი და გიორგი ენუქიძე ხელმძღვანელობდნენ, ადგილობრივი სამი, ვიენას ორი გუნდი და მარსელელი თანატოლები ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა. ფინალში კი ახალი ზელანდიის ქრაისთჩერჩის სკოლების ნაკრებს მოუგო - 47:0.

კორსიკის ტურნირი
საქართველო-კორსიკა 2 40:0, საქართველო-ვიენა 64:0, საქართველო-ვიენა 2 57:0, საქართველო-მარსელი 38:0, საქართველო-კორსიკა 41:0, საქართველო-კორსიკა 3
17:0, საქართველო-ქრაისთჩერჩი (ახ.ზელანდია) 47:0.

საქართველოს ნაკრები
ვახტანგ გაბისიანი, გიგი ქურასბედიანი, ლაშა საჯაია (სამივე-ჯიქები), ირაკლი სვანიძე, სოსო ჯაფარიძე (ორივე-ხულიგანა), ლუკა იურინი, ბექა მაზმიშვილი, ვახტანგ ქავთარაძე, კოტე ახობაძე, სანდრო ილურიძე (ყველა-აკადემია), თორნიკე მანაგაძე, შოთა არეშიძე, გივი ლოსაბერიძე (სამივე-აია), ნოე კოპალიანი, გიორგი ჯოხია, გუგა შავიძე (სამივე-უნივერსიტეტი), დაჩი ელერდაშვილი (ვეფხვები), გიორგი ჯღამია (რაინდები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული