გუშინ კი "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საწვრთნელი შეხვედრა გამართეს საქართველოს ჩემპიონ, თბილისის "ლოკომოტივთან". თამაში 20-წლამდელთა გამარჯვებით დასრულდა. იქამდე კი ჩვენმა ჭაბუკებმა, აპრილის ბოლოს, თბილისში სტუმრად მყოფ ფრანგული "კლერმონის", ერთი წლით უფროსი მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს მოუგეს.
შეგახსნებთ, რომ ჩვენი მორაგბეები "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" B ჯგუფში იასპარეზებენ. 24 ივნისს "უმცროსი ბორჯღალოსნები" კანადის ნაკრებს დუპირისპირდებიან, 28 ივნისს მეტოქე ზიმბაბველი თანატოლები იქნებიან, ბოლო
ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც სამოას, აშშ-ს, რუსეთისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძოლებენ პირველობისთვის. "მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის" მფლობელი კი მომავალ წელს, სამხრეთ აფრიკაში გასამართ მოსფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს. ფინალი "ავჭალის სტადიონზე" 5 ივნისს გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს, ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პაატა ნარიმანაშვილი და ზურაბ ამონაშვილი ამზადებენ. საქართველოში მოასპარეზე მორაგბეების გარდა გუნდში სამი ლეგიონერია, შერკინების ბურჯი ლევან ჩილაჩავა, მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე (ორივე-ტულონი) და შუამარბი დავით ლოსაბერიძე (ბონი).
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ზურაბ ერისთავი, ზურა ჟვანია, მერაბ მატკავა (სამივე-აია), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი).
II ხაზი: ხვიჩა ბუჯიაშვილი (ლოკომოტივი), კოტე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჟღენტი (არმია).
III ხაზი: ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), გიგა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლევან თხელიძე (ლელო).
#9: ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), გიორგი მისრიაშვილი (არმაზი).
#10: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), ლუკა კვარაცხელია (ყოჩები).
#12-13: გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), დავით ლოსაბერიძე (ბონი), გიორგი მარგიანი (აკადემია)
#11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ვანო გაბროშვილი (არმახზი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია)
#15: ზურა ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე (არმია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო).