20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებების კაპიტნების ფოტოსესია მეტეხზე

AutoSharing Option
მორაგბეთა 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფას დაწყებამდე, რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს ტრადიციის თანახმად, ტურნირის მონაწილე 8-ვე ნაკრების კაპიტნების ფოტოსესია გაიმართა.

ფოტოსესია ოფიციალური პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტერასაზე ჩატარდა.

საერთო ფოტოსესიაში საქართველოს, იაპონიის, კანადის, ზიმბაბვეს, სამოას, რუსეთის, ურუგვაისა და აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტნები მონაწილეობდნენ.

20 წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფა 24 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით თბილისში "შევარდენისა" და "ავჭალის" სარაგბო მოედნებზე გაიმართება.

msy.gov.ge
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული