თბილისში რაგბის ზეიმი იწყება

AutoSharing Option
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება გახსნილად გამოცხადდა. ტურნირში, რომელიც 2012 წელს სამხრეთ აფრკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეჯიბრებაა, რვა გუნდი ითამაშებს. კანადის, აშშ-ს, სამოას, რუსეთის, ზიბმაბვეს, ურუგვაის, იაპონიისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებაში გამარჯვებული ელიტაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გუნდები უკვე ორ დღეა თბილისში არიან და მომავალი ბატალიებისთვის ემზადებიან.

"შევარდენის სანაკრებო" ბაზაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, IRB-ის ტურნირების დირექტორმა ფილიპ ბურდარიასმა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოედგილემ დავით ნამგალაურმა პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი ნიჟარაძე:
"ტურნირი ოფიციალურად უკვე დაწყებულია. ყველა
საორგანიზაციო საკითხი მოგვარებულია, გუნდები, ოფიციალური პირები ჩამოსულნი არიან და სამშაბათს პირველი ტურის შეხევდრები გაიმართება.

მსგავსი დონის ტურნირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ჩატარებულა. მისი ორგანიზება მოხერხდა რაგბის საეთაშორისო საბჭოს, ქალაქის მერიისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით.

შეგახსენებთ, რომ მატჩები ოთხ სათამაშო დღეს გაიმართება "ავჭალის" სტადიონსა და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე". რვა გუნდი ორ ჯგუფშია განაწილებული, შსაბამისად დღეში ოთხი თამაში ჩატარდება, სამი "ავჭალის" სტადიონზე, რომლებიც 14, 16 და 18 საათზე დაიწყბა. ერთსაც "შევარდენის სანაკრებო ბაზა" უმასპინძლებს.

ტურნირი ძალიან საინტერესო იქნება, რადგან სუსტი გუნდი აქ არ არის. ყველას გამარჯვების თანაბარი შანსი აქვს და ბოლომდე თავდადებულად იბრძოლებენ. ჩვენ, მასპინძლებმა ყვალაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სტუმრებს საკადრისი პირობები შევუქმნათ. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობა. თუ ტურნირმა კარგად ჩაირა და რაიმე სერიოზული ხარვეზი არ გვექნება, ჩვენ ამაზე უფრ დიდი და მნიშვნელოვანი ტურნირების ჩატარების უფლებასაც მოგვცემენ."

ფილიპ ბურდარიასი:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს, თბილისის მერიას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაწეული დიდი სამუშაოსთვის. ველაპარაკე გუნდების მენეჯერებს და ისინი, უკლებლივ ყველა, ძალიან კმაყოფილნი არიან.

ჩვენ უკვე ოთხი დღეა თბილისში ვიმყოფებით, თითქმის ყველაფერი ვნახეთ და შევამოწმეთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ისე და იმ დონეზეა მომზადებული როგორც გვინდოდა, უფრო უკეთაც კი.

ეს ტურნირი განსაკუთრებულია, რადგან წლეულსვე იმართება მსოფლიო თასის გათამაშება. თბილისში ბევრი ცნობილი ჟურნალისტი ჩამოვა. ტურნირს ეწვევა IRB-ს პრეზიდენტი ბერნარ ლაპასე. ერთი სიტყვით, აქ მიმდინარე მოვლენები მთელი მსოფლიოს მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ იქნება.

ამ ტურნირის თბილისში გამართვით, რაგბის ქართველ ქომაგებს მიეცათ უნიკალური შანსი, ნახონ უმაღლესი რანგის რაგბობა. ეს არის რაგბის დიდი ზეიმი და თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ამ ზეიმის ნაწილი. ამ შანსის ხელიდან გაშვება კი არ შეიძლება.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს რაგბის კავშირს და ქართველ ხალხს შესანიშნავი მასპინძლობისთვის."

დავით ნამგალაური:
"სანერვიულო და საზრუნავი ახლა უფრო გვაქვს, ვიდრე ტურნირისთვის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისას გვქონდა. გათვალისწინებული გვაქვს ყველა, უმცირესი დეტალიც, თუმცა გამორიცხული არ არის ამ დღეებში რამდენიმე მცირე ინციდენტი მაინც მოხდეს, მაგრამ ჩვენ მუდმივად მზადყოფნაში ვართ და ყველანაირ ხარვეზს უმალვე აღმოვფხვრით.

რაც შეეხება ტურნირის სპორტულ მხარეს, იმედი გვაქვს, რომ თამაშებს ბევრი მაყურებელი ეყოლება. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ბიჭები ფინალამდე არ გვანერვიულებენ."

პრესკონფერენციის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ტურნირში მონაწილე გუნდების კაპიტნები, დავით ლოსაბერიძე (საქართველო), კეუსკე უტიდა (იაპონია), უილ მეგი (აშშ), სტანისლავ სელსკი (რუსეთი), ავგუსტინ ორმაჩეა (ურუგვაი), მარკო მემა (ზიმბაბვე), ტეილორ ერდრონი (კანადა) და პატრიკ ფეეპეილი (სამოა) მეტეხის პლატოზე შეიკრიბნენ და ტრადიციული მინი-ბრიფინგი გამართეს. იქვე ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც, რაც უმაღლესი რანგის სარაგბო ტურნირების ტრადიციაა.

"ჩვენ ეს ტურნირი აუცლებლად უნდა მოვიგოთ და მომავალ წელს, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ", - თქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

ავგუსტინ ორმაჩეა ურუგვაის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიეგო ორმაჩეას შვილი ყოფილა. მისი უფროსი ძმა ხუანი, დიდი ხანია ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

"ამ ტურნირზე უდიდეს გამოცდილებას შევიძენ, რაც, ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება", - იმედოვნებს ის.

კანადის 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანს ტურნირში გამარჯვებასთან ერთად სხვა მიზანიც აქვს:
"კანადის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში დამასახელა და შანსი მაქვს, ქვეყნის მთავარი გუნდის კვართი მსოფლიოს თასის გათამაშებაში წელსვე მოვირგო. თუ არადა, 2015 წელს ინგლისში გასამართ მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე აუცილებლად ვიასპარეზებ", - თქვა ტეილორ ერდრონმა.

მსოფლიო ალაფი
A ჯგუფი: სამოა, რუსეთი, ურუგვაი, აშშ
B ჯგუფი: იაპონია, საქართველო, კანადა, ზიმბაბვე

24 მაისი
იაპონია-ზიმბაბვე, სამოა-აშშ, რუსეთი-ურუგვაი, საქართველო-კანადა
28 მაისი
სამოა-ურუგვაი, იაპონია-კანადა, რუსეთი-აშშ, საქართველო-ზიმბაბვე
1 ივნისი
კანადა-ზიმბაბვე, ურუგვაი-აშშ, სამოა-რუსეთი, საქართველო-იაპონია
5 ივნისი
ფინალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული