თბილისში "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება იწყება

AutoSharing Option
დღეს, 24 მაისს თბილისში "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი იმავდროულად მომავალ წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა. იქ, ელიტაში თამაშის უფლებას თბილისურ ბატალიებში პირველ ადგილზე გასული მიიღებს, რომელიც წლეულს, იტალიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეცვლის.

მანამდე კი, როგორც უკვე ვთქვით, თბილისში "ავჭალის" სარაგბო სტადიონსა და "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" რვა საკმაოდ ძლიერი, სხვადასხვა სათამაშო სტილის, ძალზედ საინტერესო 20-წლამდელთა ნაკრები გუნდი დიდი სარაგბო ზეიმის მოწყობას გვპირდება.

საქართველოს რაგბის კავშირმა ამ ძალზედ პრესტიჟული
და მნიშვნელოვანი ტურნირის ორგანიზებისთვის უზარმაზარი სამუშაო გასწია, რასაც ხაზგასმით აღნიშნავს თავის კომენტარში IRB-ს ტურნირების დირექტორი ფილიპ ბურდარიასი.
"ორგანიზაციული თვალსაზრისით ეს შეჯიბრება უწინდელებზე უკეთესია. საქართველოს რაგბის კავშირმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა, ყველა მხრივ პროგრესი აქვთ და, ვფიქრობ, მათი საქმიანობა სხვა ქვეყნების რაგბის კავშირებისთვის მოდელი უნდა გახდეს", - წერს იგი IRB-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

ცოტა რამ "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" ისტორიიდან. ეს ტურნირი პირველად 2008 წელს ჩატარდა ჩილეში და ურუგვაის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, მაშინ სამხრეთამერიკელებმა ფინალში საქართველოს ნაკრები დაამარცხეს. მომდევნო წელიწადს კენიაში ყველას რუმინელმა 20-წლამდელებმა აჯობეს, შარშან კი მოსკოვში იტალიის ნაკრებს არ ჰყავდა ბადალი.

წლეულს, თბილისში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ეს უნიკალურ შანსს მოგვცემს ელიტურ გუნდებს ვეპაექროთ და მათ შორის დავიმკვიდროთ ადგილი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" უმთავრესი კონკურენტები, სავარაუდოდ, იაპონიისა და სამოას ნაკრებები იქნებიან. ჩამოსაწერი არაა და საკმაოდ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს კანადის 20-წლამდელთა გუნდიც.

ერთი ძალზედ საინტერესო დეტალი. იაპონიის ნაკრების მესამეხაზში თამაშობს მორაგბე სახელად შოთა მიძუკამი. ეს ქართული სახელი იაპონიაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქართველმა ძიუდოისტმა შოთა ჩოჩიშვილმა მათ კერპ ინოკის სძლია.

იაპონელები პირველ შეხვედრას ზიმბაბვეს ნაკრებთან "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" დღეს, 24 მაისს 14 საათზე გამართავენ. იმავდროულად "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე სამოასა და აშშ-ს ნაკრებების დაპირისპირება დაიწყება. 16 საათზე კი, იქვე რუსეთის 20-წლამდელთა გუნდი ურუგვაელ თანატოლებს ეთამაშება.

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას კანადასთან გამართავს. თამაში 18 საათზე "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე გაიმართება.


საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ზაზა ნავროზაშვილი (არმია), ზურაბ ერისთავი, ზურა ჟვანია, მერაბ მატკავა (სამივე-აია), ირაკლი ჩომახაშვილი (არმაზი).
მეორე ხაზი: ბექა ხიპაშვილი (ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი), გიორგი ჟღენტი (არმია).
მესამე ხაზი: ბექა ბიწაძე (არმია), გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩები), გიგა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლევან თხელიძე (ლელო), ნიკოლოზ ჩხიკვაძე (აკადემია)
#9: ჯიმი ღამბაშიძე (ლელო), რამაზ ჯინაშვილი (არმია)
#10: გოდერძი ჭინჭარაული (ლელო)
#12-13: გიგა გაგოშვილი (ლოკომოტივი), დავით ლოსაბერიძე (ბონი), გიორგი მარგიანი (აკადემია)
#11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ვანო გაბროშვილი (არმაზი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია)
#15: ზურა ძნელაძე (აია), ბახვა კობახიძე (არმია), უჩა მჭედლიშვილი (ლელო).
მწვრთნელი: პაატა ნარიმანაშვილი

კანადის ნაკრები
პირველი ხაზი: სკოტ მაკლოიდი, კესი კევერსი (ორივე-კოვიჩენი), გრემ მეჰერი (ბელმყ ბიჩი), ბობ როჯერსი, ჯორდან პოუერი (ორივე-დოგზი), ადამ ზარუბა (კაპილანო), ენდრიუ ჩო (კალგარი სარასენზი).
მეორე ხაზი: ტაილერ ერდრონი (ბრენფორდი), სემ პიერსი (კელოვნა).
მესამე ხაზი: ჯონი ჰემფრიზი (კესტევეი ვონდერერზი), მეთ კელი (ტორონტო სკოტიში), სკოტ მაკდონალდი (ოშავა ვიკინგსი), ევან ალმსტიდი (კაპილანო), სემ სტოუნი (აიაქს ვონდერერზი).
#9: ენდრიუ ფერგიუსონი (ოკვილი), ლუსიენ ნილი (კოვიჩანი)
#10: კერლინ ჰემსტრა, პატრიკ კეი (ორივე-კოვიჩანი), ლიამ ანდრევუდი (ბელმი ბიჩი).
#12-13: მიქაელ ფუაილეფაუ (კასტევეი ვონდერერზი), ჯეფ ჰესლერი (ლაიონზი), დილან მანდი (ოშავა ვიკინგს), პატრიკ პერფრი (სვილერს).
#11-14: ტეილორ პერისი (მარხამ აირიში), კერტის ეპელტურნი (ებოტსფორდი)
#15: ტეი ჰემბლინი (კოვიჩანი)
მწვრთნელი: მაიკლ შელი

იაპონიის ნაკრები
პირველი ხაზი: მაო ენოკი (მეიჯი ინივერსიტეტი), ჰიკარუ იშიძავა (ჰოსეი უნივერსიტეტი), იოსუკე ტაკაჰაში (დიატო ბუნკა), იოშიკაცუ ჰიკოსაკა, ჰიროკი მურაკავა (ორივე-ცუკუბა), იუსუკე ნივაი (რიცუმეიკაუ).
მეორე ხაზი: იოჰო აშიია (ვასედა), სანჩანგ ლი (ტეიკო უნივერსიტეტი), იოშირო სონონაკა (ცუკაბა).
მესამე ხაზი: ჯანგკუ კიმი (ვასედა), რიოტა კობაიაში (კინკი უნივერსიტეტი), შოთა მიძუკამი (ცუკუბა), ნაოიუკი ცუჯი (რიუცუკეიზაი), ტაცურა ოვადა (ტეიკიო), ოლივიე ტაუფა (საიტამა).
#9: კეისუკე უჩიდა (ციკუბა), რიუტარო იოშიკავა (ტოკაი)
#10: მაშაჰიტო იმურა (ჰოსეი), რიოდო ნაკამურა (ტეიკო)
#12-13: კოჯირო ფუჯიშიკა, შუნსუკე ნუნომაკი (ორივე-ვასედა), კოკი ნოდა (ტეიკო), ტონისო ვაიჰუ (ტენრი).
#11-14: კაზუში ჰანო (ჩუო უნივერსიტეტი), მასაკაცუ ჰიკოსაკა (ცუკაბა).
#15: კენ კუროსავა (ვასედა)
მწვრთნელი: იოკიო მოტოკი

ზიმბაბვეს ნაკრები
პირველი ხაზი: მურეი როჯერსი, ზერუ მაკომვა, იან მუზა, დელროი სიბანდა, სიმბა გონეზე, ტატენდა კარურუ.
მეორე ხაზი: ტაკუ ჯარავაზა, ტატენდა ჩიკაკა, გრემ ლოგანი, რეჯის მუტანგადურა.
მესამე ხაზი: ფარაი ჯიჯიტა, მარკო მემა, ტაკუძვა მანდივანზა, შონ იუბერი.
#9: ჩარლი ჯიჯი, ჰილტონ მუდარიკი
#10: შონ ლინფილდი, ტომი ნელსონი
#12-13: დილან კუცია, მაკლინ მუჰამბი, ტაკურა ტელა.
#11-14: კუდა ჩივანზა, ჯასტინ კოლი, ვიქტორ მუშორივა
#15: მარკუს ნილი, კორი ფან რისნბურგი

სამოას ნაკრები
პირველი ხაზი: მაიკლ ალაალატოა (ვესტ ჰარბორი), ფრენკ ფაატაუ, გოდი შუსტერი, როპეტი ლაფო, აისეტალია ვაიომანუ (ოთხივე-მარისტი), ოფისა სმითი (ვაიალა).
მეორე ხაზი: ვილიამ სკელტონი (სიდნეის უნივერსიტეტი), ტალაგა ალოფიპო, ფაივა ტაგატაული (ორივე-ვაიმოსო), ელია ტოგიტელე (ლეუნომეგეა)
მესამე ხაზი: გრეგ ფოე (პაპატოეტე), პიტა სემეანე (აპია), ფააგოსოლო ტაეოალიი (ლეპა), ჯორდან ტაუფუა (ლინკოლნ უნივერსიტეტი), სუამალიე ტუილეტუფუგა (მარისტი)
#9: ვავაო აფემაი (ვაიალა), პაულ ტუია (სტ.პატრიკსი)
#10: პატრიკ ფააპალე (ვაიალა)
#12-13: რობერტ ლილომაიავა (ვაიალა), საგატო სუა (ლეულუმოეგა), აფერეტი იონა (ფასიტოო უტა)
# 11-14: ვიალამუ ალაუნი (ვაიმოსო), საატო იოსუა (ვაიალა), ფაავე ფაავე (სკოპა)
#15: პეტერ შუსტერი (ნორს საბურუ)
მწვრთნელ: ჯონ შუსტერი

ურუგვაის ნაკრები
პირველი ხაზი: ნიკოლას ბარბატო (ტრებოლი), ფრანსისკო ბენაიუნი, მატეო სანგვინეტი (კუერვოსი), იგნასიო ბუკე (ოლდ ქრისტიანს), ხუან ეჩევერია (ლა ოლა), ფრანსისკო გომესი (ოლდ ბოისი), გუსმან კარისიმი (კარასკო პოლო).
მეორე ხაზი: ლუკას ლაკოსტა (ტრებოლი), ხორზე სერბინო (ოლდ ქრისტიანსი), ტომას სერბინო (ოლდ ბოისი)
მესამე ხაზი: ავგუსტინ ალონსო ( მონტევიდეო), სანტიაგო ჰერნანდესი, ფრანკო ლემანა (ორივე-კარასკო პოლო), ხულიან სპიკერი (ლობოსი), სანტინო პუპო (კარასკო პოლო)
#9: როდრიგო სილვა (კარასკო პოლო)
#10: ალეხო დურანი (ტრებოლი), ფილიპე ბერკესი (კარასკო პოლო), ანდრეს ვილასესა (ოლდ ბოისი)
#12-13: გილერმო დელ სერო, ფედერიკო ფავარო (ორივე-ოლდ ქრისტიანსი), ჯანლუკა პასინი (მონტევიდეო).
#11-14: ნიკოლას რომანო (კუევროსი), მარიანო სენ ანდრეა (ოლდ ქრისთიანსი), ავგუსტინ ორმაჩეა (კარასკო პოლო).
#15: ხოაკიმ პრადა (კუევროსი).
მწვრთნელი: ფერნანდო სილვა

აშშ-ს ნაკრები
პირველი ხაზი: ოუ ჯეი ოუიმატაგი, პერის ჰოლისი, დრიუ ოჰმენი (სამივე-ლაიფ ინივერსიტეტი), ჩაკ კოჰლერი (ვისკონსინის უნივერსიტეტი), პოლ მალენი (ჰიუსტონი), პატრიკ ლატუ (სან ფრანცისკო)
მეორე ხაზი: შონ კელერი, დენ მეტკლიფი (სენ მერის კოლეჯი), ერიკ რიგილი, სელებ ტრეისი (ორივე-კუცთაუნის უნივერსიტეტი)
მესამე ხაზი: ტაილერ ბლეკი (ლაიფ უნივერსიტეტი), ალეკ გლეცერი, მაიკ ჯაჟაკი, ტიმ ოჰარა (სამივე-სანტა ბარბარა), ვეკე სენფტი (ესთაიდ ბენშიზი).
#9: მაიკ დურანტი, მაილ ოლივიერი (ორივე-ოლდ ალეინიანსი)
#10: ვილ მეგი, კონორ მილზი (ორივე-ილინგი)
#12-13: ჯეკ ფელონი, ვილ ფორელი (ორივე-ჯორჯიის უნივერსიტეტი), ბუბა ჯოუნზი (სენ მერის კოლეჯი), აპელუ სოოალუ (კალიჰი რაიდერსი)
#11-14: მედისონ ჰოგსი (კობჰამი), ადამ სანდსტრომი (ლაიფ უნივერსიტეტი)
#15: ჯო კოული (ლაიფ უნივერსიტეტი)
მწვრთნელი: სკოტ ლოურენსი

რუსეთის ნაკრები
პირველი ხაზი: არტიომ ჩეჩურა, ალექსი კოსობოჩკინი, იური მატვეევი, ტალიპ ნაგდიევი, ალექსეი სკობიოლა, სტანისლავ სელსკი.
მეორე ხაზი: ალექსანდრ გალიცკი, რუსლან შირინოვი.
მესამე ხაზი: ალექსანდრ ბერზინი, ნიკიტა შალუნოვი, სერგეი სტეპანოვი, იური ვენგეროვი.
#9: გერმან გოდლიუკი, პაველ ისაევი, მაქსიმ მარტრიში.
#10: დენის კუკიშევი, ლეონიდ იამშიკოვი.
#12-13: ევგენი კორნევი, სეგეი ნუკიჩენკო, ნიკოლაი პოჩეჩუევი, ალექსანდრ რაზუმოვი, ალექსეი ვასილიევი, ვიტალი ჟივატოვი.
#11-14: ალექსანდრ ტოლმაჩევი, მაქსიმ ტოლმაჩევი.
#15: დენის სიმპლიკევიჩი
მწვრთნელი: ანდრეი ჩერევიჩნი

მსოფლიო ალაფი
A ჯგუფი: სამოა, რუსეთი, ურუგვაი, აშშ
B ჯგუფი: იაპონია, საქართველო, კანადა, ზიმბაბვე
24 მაისი
იაპონია-ზიმბაბვე, სამოა-აშშ, რუსეთი-ურუგვაი, საქართველო-კანადა
28 მაისი
სამოა-ურუგვაი, იაპონია-კანადა, რუსეთი-აშშ, საქართველო-ზიმბაბვე
1 ივნისი
კანადა-ზიმბაბვე, ურუგვაი-აშშ, სამოა-რუსეთი, საქართველო-იაპონია
5 ივნისი, ფინალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული