საქართველო-კანადა 38:9
საქართველო (15-9) კობახიძე, ძნელაძე, ლოსაბერიძე (გაბროშვილი 68), მარგიანი, ჭინჭარაული (მჭედლიშვილი 14, ჟღენტი 65), ღამბაშიძე (ჯინაშვილი 60). (1-8) ჟვანია, მატკავა (ჩომახაშვილი 62), ჩილაჩავა, ბიწაძე, მიქაუტაძე, თხილაიშვილი (ერისთავი 75), ტყეშელიაძე, თხელიძე (ჩხიკვაძე 62).
4ლ: ჩილაჩავა, თხილაიშვილი, მიქაუტაძე, ჟვანია. 4ს,3გ: კობახიძე.
Kკანადა (15-8) ანდერვუდი, აპელდორნი, მიერსი, პერფრი, ჰესლერი, ჰალმსტა (ფუაილეფაუ 68), ნილი (ფერგიუსონი 69), (1-8) მაკლოიდი, კევერსი, მაჰარი (ტენანტი 72), მაკდონალდი (სტოუნსი 63), პირსი, ოლმსტიდი, დობროვსკი, ერდრონი.
3ს: ანდერვუდი
მსაჯი: ტუი კომიტი (სამოა)
"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავი
მანამდე, მატჩის დაწყებამდე "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე მისულ მაყურებლს თბილისში დიდი სარაგბო ზეიმის დაწყება, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა მიულოცეს.
"ავჭალის" სარაგბო სტადიონი ტურნირის ორგანიზატორებმა შესანიშნავად მორთეს და, ლამაზ, კოპწია არენაზე არანაკლებ თვალსასეირო ბატალიები გაიმართა. საქართველოს ნაკრების კანადასთან მატჩი შეჯიბრების პირველი დღის ბოლო თამაში იყო.
ჩვენმა მორაგბეებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და, მე-4 წუთზე, მოედნის ცენტრის ხაზთან ახლოს საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. კარამდე მანძილი 48 მეტრი იყო, თუმცა ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გადაწყვიტა ბედი ეცადა და არც შემცდარა - საჯარიმო მან უზადოდ დაარტყა და ანგარიში გახსნა - 3:0.
ის, რაც ბახვამ ხუთი წუთის შემდეგ გააკეთა, რაგბიში იშვიათად ხდება: საჯარიმო ამჯერად მოედნის ჩვენ ნახევარზე დაინიშნა. მან ისევ თამამად მოითხოვა კარში დარტყმის უფლება მიეცათ და 53 მეტრიდან დიდოსტატურად გაისარჯა - 6:0.
ტაიმის დასრულებამდე კობახიძემ კიდევ ორი საჯარიმო გაიტანა, რაზეც მეტოქეთა ფულბეკმა ლიამ ანდერვუდმა ერთით უპასუხა - 12:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი. თუ საწყისი ორმოცი წუთით ვიმსჯელებთ, ჩვენ გუნდს აშკარა უპირატესობა ჰქონდა შერკინებაში, როგორც სტატიკურ მდგომარეობაში, ისე დინამიკური თამაშისას. ბიჭები ცუდად არ რაკში თამაშისას ირჯებოდნენ, ოღონ ეგ იყო, ოფსაიდის წესს ხშირად არღვევდნენ, რაც სამოელ არბიტრს შეუმჩნეველი არ რჩებოდა. ამასთან, აშკარად გაგვიჭირდა დერეფანში თამაში. ტანმაღალმა კანადელებმა ამ კომპონენტში საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს.
სამწუხაროდ თამაშის დასაწყისშივე დაშავდა ჩვენი გუნდის მგეზავი გოდერძი ჭინჭარაული, მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს.
შესვენების შემდეგ კანადელები ბევრად უფრო სწრაფად ათამაშდნენ და 44-ე წუთზე ანდერვუდმა საჯარიმოთი ანგარიში ექვს ქულამდე შეამცირა - 6:12. კანადელთა ემთუზიაზმი ჩვენმა მორაგბეებმა მალევე ჩაახშეს: სამ წუთში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში მოლი ააგორა, თამაში რაკში გადავიდა, რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ კანადელებმა თამაშის წესი დაარღვიეს. გუნდის კაპიტანმა დავით ლოსაბერიძემ საჯარიმო სწრაფად გაათამაშა და მარცხენა ფრთაზე შეუტია. ის ზედ ლელოს ხაზთან შეაჩერეს, თუმცა მერე წარმოქმნილი რაკიდან ბურთი შერკინების ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ აიტაცა და ტურნირზე პირველი ქართული ლელო გაიტანა, კობახიძემ გარდასახა - 19:6.
კანადელებმა ანგარიშის შემცირება კიდევ ერთხელ მატჩის 58-ე წუთზე შეძლეს. ცხადია, ისევ საჯარიმოთი, რადგან სტუმრებს, ფაქტობრივად, ლელოს გატანის რეალური შანსი არც ჰქონიათ. ანდერვუდმა თავისი გუნდის ჩამორჩენა, ხელსაყრელი პოზიციდან, ათ ქულამდე შეამცირა - 9:19.
საქართველოს ნაკრებმა საპასუხო შეტევაში კიდევ ერთი ლელო მიითვალა. ამ შემთხვევაში შერკინების მესამეხაზელმა გიგა თხილაიშვილამ იყოჩაღა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლეს. უჩა მჭედლიშვილის დაკიდებული ბურთი კანადელებმა ვერ დაიჭირეს, ის მეორეხაზელის კონსტანტინე მიქაუტაძის ნადავლი გახდა, რომელმაც იქვე მყოფ თხილაიშვილს გადააწოდა. ჩვენმა მესამეხაზელმა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისკენ ჯიქურ გაიწია, 35 მეტრი ისე ირბინა გზად სამი მეტოქე ჩამოიშორა და ლელო ძელებს შორის გაიტანა, კობახიძემ კვლავ გარდასახა - 26:9.
ამით ჩვენმა ნაკრებმა გამარჯვებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა. ასეთი დონის შეხვედრებში 15-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ურთულესი საქმეა, მაგარამ არა შეუძლებელი და კანადელებმაც კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს.
მეტოქის საბოლოო გატეხვა კი საქართველოს ნაკრებმა დასკვნით ათ წუთში შეძლო. 72-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საჯარიმოს დარტმის უფლება მიიღეს. კობახიძემ ბურთი აუტში გადაიტანა. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა, ირაკლი ჩომახაშვილმა მეტოქისთვის მოულოდნელად, დერეფანში ბურთი მეორეხაზელ მიქაუტაძეს იქვე აუგდო, რომელსაც წინააღმდეგობას მხოლოდ კანადელთა ცხრა ნომერი ლუსიენ ნილი უწევდა. კონსტანტინემ მეტოქე გადათელა და ლელოში შეაღწია. კობახიძემ ესეც გარდასახა - 33:9.
ბოლო, მეოთხე და ერთი პრემიალური ქულის მომტანი ლელო, ჩვენმა ბიჭებმა მატჩის ბოლო წუთზე გაიტანეს. კანადელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან დანიშნული შერკინებიდან ბურთი ლევან ჩილაჩავამ აიტაცა. თხუთმეტიოდე მეტრი გაირბინა, შებოჭეს, წარმოქმნილი რაკიდან მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორცილეს, ჩათვლის მოედანს მიუახლოვდნენ და ბოლო მიძალება ლელოთი შერკინების ბურჯმა ზურაბ ჟვანიამ დაასრულა. გარდასახვა კობახიძეს ამჯერად გაუცუდდა - 38:9.
მატჩის შემდეგ
პაატა ნარიმანაშვილი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "სამწუხაროდ ჩვენმა მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა სერიოზული ტრავმა მიიღო და ამ ტურნირზე ვეღარ ითამაშებს. სხვა დაშავებულებს საშიში არაფერი სჭირთ. ტრავმებს მოიშუშებენ და ითამაშებენ. ბიჭებს თამაშისას ხშირად ეჭიმებოდათ კუნთები, რაც, ვფიქრობ, იმის ბრალია, რომ საკმაოდ დიდი ხანია ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვვარჯიშობთ.
ამ შეხვედრაში ჩვენი მიზანი იყო, მეტოქისთვის ნაკლები ენერგიის დახარჯვით გვეძლია, არ გამოვიდა. კანადელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და მათ დასამარცხებლად მაქსიმალური ძალისხმევა გახდა საჭირო. ძალიან გვინდოდა ოთხი ლელო გაგვეტანა და ერთი პრემიალური ქულაც აგვეღო. მატჩის ბოლოსკენ მეტოქე მაინც გავტეხეთ და მიზანს მივაღწიეთ.
დერეფანში ცუდად ვითამაშეთ. ეს პირველი მატჩი იყო, ბიჭები ნერვიულობდნენ, რაც თამაშსაც აშკარად დაეტყო. მეორე და მომდევნო შეხვედრებში, ვფიქრობ, უფრო დახვეწილ რაგბის ვითამაშებთ და, ვეცდებით, შეცდომებიც მინიმუმამდე დავიყვანოთ.
დავით ლოსაბერიძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი: "პირველი ოცი წუთი გაგვიჭირდა, ვნერვიულობდით. ხელოვნურსაფარიანი მოედნიდან ბუნებრივზე გადასვლამაც იმოქმედა, ამის გამო ძალიან ნელა, მძიმედ გადავაადგილდებოდით. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და, ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ.
ჩვენ გუნდს საკმაოდ დიდი რეზერვი აქვს, ტრავმებს მოვიშუშებთ და შემდეგ შეხვედრებში უკეთ გავირჯებით."
მაიკლ შელი, კანადის ნაკრების მწვრთნელი: "არ მეგონა, თუ ასე დიდი ანგარიშით წავაგებდით. ზუსტად ვიცოდით, როგორი გუნდი იყო საქართველოს ნაკრები. ცნობილია, ამ გუნდის შერკინების ძალა. ამიტომ ვეცადეთ, თამაში გაგვეშალა, შეტევის მიმართულება სწრაფად გვეცვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მორაგბეები ხშირად სცოდავდნენ და ქართველ მორკინალებს კონტრიერიშის წამოწყების საშუალებას აძლევდნენ."
სამოა-აშშ 48:11
სამოა (15-9) პ.შუსტერი, ალაუნი (იონა 75), ფაავე, ლილომაიავა, პოლიკო, ფააპელე (იოსუა 73), ტუია (ვავაო 59) (1-8) გ.შუსტერი (ლაფო 64), ვაიომანუ, ალაალატოა (ფალატაუ 55), სკელტონი (ტოგიტელე 56), ალოფიპო, ტაუფუა, ფოე, ტუილეტუფუგა (ფაატოუ 67).
8ლ: ვაიომანუ, ტუია, ლილომაოავა (3), სკელტონი, გ.შუსტერი, ფაავე. 4გ: ფააპელე (3), ფაავე.
აშშ (15-9) კოული, სოოალო, ფარელლი, ჯოუნსი, ჰუგსი, მეგი, ოლივიერი. (1-8) კოლჰერი (აუიმატაგი 50), ლატუ (ოჰმანი 75), მულენი, კოლმენი, მეტკლიფი, გლეტცერი (ოჰარა 52), ბლეკი, სანფტი (ჯუზაკი 60).
ლ: ჰუგსი. ა,ს: კოული
მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)
როგორც მოსალოდნელი იყო, ტურნირის ფავორიტი, სამოას ნაკრები, აშშ-ს ნაკრებთან შეხვედრაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. კუნძულელებმა უმაღლესი დონის რაგბი აჩვენეს და პროგრამა მინიმუმი პირველ ნახევარშივე შეასრულეს. მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, ტაიმი 24:6 მოუეგს, რითაც ერთი პრემიალური ქულა გაინაღდეს.
ამერიკელი მორაგბეები მეორე ნახევარში ოდნავ გამოცოცხლდნენ, თუმცა ხელდახელ ბრწყინვალედ მოთამაშე, ფიზიკურად ძალიან ძლიერ სამოელებს ბევრი ვარაფერი დააკლეს. თუმცა, ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა კუნძულელები კაცნაკლულნი იყვნენ, აშშ-ს ნაკრებმა ერთი პრესტიჟის ლელოს გატანა მაინც შეძლო.
რუსეთი-ურუგვაი 5:33
რუსეთი (15-9) სიმპლიკევიჩი, მ.ტოლმაჩევი, კორნეევი, ვასილევი (რაზუმოვი 67), ა.ტოლმაჩევი, კუკიშევი, მარტიში. (1-8) სკობიოლა, სელსკი (კოსობოჩკინი 56), მატვეევი, შირინოვი, გალიცკი, პოჩეჩუევი, ჟივატოვი, ვენგეროვი.
ლ: სიმპლიკევიჩი
ურუგვაი (15-9) ვილასეკა, ფავარო, ორმაჩეა, პრადა, სენ ანდრეა (დელ კერო), დურანი (სილვა 75). (1-8) ბენაიუნი (ბუკე 72), კარისიმი, ეჩევერია (გომესი 78), ლაკოსტე, სანგვინეტი (ზერბინო 69), ალონსო (ჰერნანდესი 60), ლამანა, პუპო,
ლ: ფავარო, დურანი, ბორხესი. 3გ,3ს: ორმაჩეა. ა: ბორხესი
მსაჯი: ტაიზო ჰირაბაიაში (იაპონია)
იაპონია-ზიმბაბვე 37:24
იაპონია (15-9) კუროსავა, ჰიკოსაკა, ვაიფუ, ნუნომაკი, ჰანო (ემი 75), ნაკამურა, უჩიდა. (1-8) ტაკაჰაში (კიტაგავა 65), მურაკავა (ნივაი 59), ენოკი, ლიი (აშიია 46), სონონაკა, კობიაში, კიმ, ტაუფა (ოვადა 73).
5ლ: მურაკავა, უჩიდა, ჰანო, ვაიფუ, კიმი. 2ს,3გ: ნაკამურა.
ზიმბაბვე (15-9) ცუმა, ჯიჯი, ტელა (კუცია 62), ფან რენსბურგი, კოლიზი, ნელსონი, მუდარიკი (ჩივანზა 45). (1-8) მაკოვა (როჯერსი 71), კარურუ, მუზა, ჯარავაზა, ლოგანი, მანდივანზა, ჯიჯიტა (იუბერი 67), მემა.
3ლ: ტელა, ჩივანზა, კუცია. 3გ,ს: ნელსონი.
მსაჯი: ტიმ ლასკომბი (აშშ)
სატურნირო მდგომარეობა
A ჯუფი: 1. სამოა - 5 ქულა, 2. ურუგვაი - 4, 3. რუსეთი - 0, 4. ურუგვაი - 0
B ჯგუფი: საქართველო - 5 ქულა, 2. იაპონია - 5, 3. ზიმბაბვე - 0, 4. კანადა - 0