საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ზიმბაბველ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტურში კანადის ნაკრები დაამარცხეს დიდი ანგარიშით - 38:9 და დაამტკიცეს, რომ B ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება რეალურად შეუძლიათ.
კანადელებთან მატჩისგან განსხვავებით ჩვენი გუნდის შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. პირველ ხაზში, შერკინების კვაჭ მერაბ მატკავას ნაცვლად ირაკლი ჩომახაშვილი ითამაშებს. ტრავმირებულ მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულს კი ლუკა კვარაცხელია შეცვლის. გუნდის განაცხადში არ არის
ამავე ჯგუფში საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი კანადისა და იაპონიის ნაკრებებს შორის. "ნეკერჩხლის ფოთლები" საქართველოს ნაკრებთან წაგების შემდეგ, ყველა ღონეს იხმარენ, რომ მათთვის შექმნილი რთული მდგომარეობა გამოასწორონ. იაპონელები კი, ჯგუფში პირველობაზე ოცნებობენ და, ცხადია, საამისოდ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ.
A ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები სამოასა და ურუგვაის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. კუნძულელებმა პირველ ტურში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა სამხრეთამერიკელებიც საკმაოდ მებრძოლი, ტექნიკური მორაგბეები არიან და, თუ ჯგუფში პირველობა უნდათ, სამოას აუცილებლად უნდა მოუგონ.
საქართველო-ზიმბაბვე
საქართველო: 15. ბახვა კობახიძე, 14. ზურაბ ძნელაძე, 13. დავით ლოსაბერიძე, 12. გიორგი მარგიანი, 11. ლევან გოგოლაშვილი, 10. ლუკა კვარაცხელია, 9. რამაზ ჯინაშვილი. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ირაკლი ჩომახაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ბექა ბიწაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიგა თხილაიშვილი, 7. გიორგი ტყეშელიაძე, 8. ლევან თხელიძე.
16. მერაბ მატკავა, 17. ზურაბ ნავროზაშვილი, 18. გიორგი ჟღენტი, 19. ნიკოლოზ ჩხიკვაძე, 20. ჯიმი ღამბაშიძე, 21. უჩა მჭედლიშვილი, 22. ვანო გაბროშვილი.
ზიმბაბვე: 15. ლუნგი ცუმა, 14. ჯასტინ კოლისი, 13. დილან კუცია, 12. კორი ფან რინსბურგი, 11. კუდა ჩივანზა, 10. ტომი ნელსონი, 9. ჩარლზ ჯიჯი. 1. მურეი ბრის როჯერსი, 2. ტატენდა კარურუ, 3. იან მუზა, 4. ტაკუ ჯარავაზა, 5. გრემ ლოგანი, 6. ტაკუდზვა მანდივაზა, 7. ტატენდა ჩიკაკა, 8. მარკო მემა.
16. სიმბა გონიზი, 17. დელროი სიბანდა, 18. ზერუ მაკომვა, 19. რეჯის მატანგადურა, 20. ჰილტონ მუდარიკი, 21. მარკუს ნილი, 22. შონ ლინფილდი.
მსაჯი: ხოაკინ მონტესი (ურუგვაი)
მსოფლიო ალაფი
II ტური
A ჯგუფი
სამოა-ურუგვაი, რუსეთი-აშშ
B ჯგუფი
საქართველო-ზიმბაბვე, იაპონია-კანადა
სატურნირო მდგომარეობა
A ჯუფი: 1. სამოა - 5 ქულა, 2. ურუგვაი - 4, 3. რუსეთი - 0, 4. აშშ - 0
B ჯგუფი: საქართველო - 5 ქულა, 2. იაპონია - 5, 3. ზიმბაბვე - 0, 4. კანადა - 0