ალაფს სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფს წლეულს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი სოლტ ლეიკ სიტი უმასპინძლებს. შეჯიბრება, რომელშიც საქართველის ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები აშშ-ს, კანადის, ჩილეს, იაპონიის, რუსეთის, ზიმბაბვესა და ტონგას ნაკრებები იქნებიან, 18-30 ივნისს გაიმართება.

ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 2013 წელს საფრანგეთში გაიმართება. რვა გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება და მატჩები ყოველ მეოთხე დღეს გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ, შეჯიბრება გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარონ, ვიდრე ეს შარშან საქართველოში იყო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფს, შარშან თბილისმა უმასპინძლა და გამარჯვება სამოას ნაკრებმა მოიპოვა.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული