ამ ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც 2013 წელს საფრანგეთში გაიმართება. რვა გუნდი ორ ჯგუფში განაწილდება და მატჩები ყოველ მეოთხე დღეს გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ, შეჯიბრება გაცილებით მაღალ დონეზე ჩაატარონ, ვიდრე ეს შარშან საქართველოში იყო.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფს, შარშან თბილისმა უმასპინძლა და გამარჯვება სამოას ნაკრებმა მოიპოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"