"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საწვრთნელი შეხვედრა გამართეს "კლერმონის" 19-წლამდელთა გუნდთან, რომელიც საფრანგეთში ამ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესოა და მშრალი ანგარიშით 17:0 დაამარცხეს.
ჩვენმა გუნდმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანა. თავი გამოიჩინეს მურაზ გიორგაძემ (ვეფხვები), გიორგი ნათელაშვილმა (ხარები) და დევი დევსურაშვილმა (ხულიგანა).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართება, პირველ შეხვედრას 30 მარტს ინგლისის 18-წლამდელთა გუნდთან
ამ გუნდების გარდა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიისა და პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებები.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის 18-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს ქართული წარმოშობის მესამეხაზელი საბა მეუნარგია, რომელიც ქონოთთან ახლოს, მერისტის კოლეჯში სწავლობს. აღსანიშნავია, რომ ის ირლანდიური სარაგბო სკოლის აღზრდილია და ადგილობრვი გუნდის, "მეკობრეების" 15-წლამდელთა გუნდშიც უთამაშია.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).
მეორე ხაზი: გიორგი სორდია (საფ), მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).
მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონიეს მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).
#9: რევაზ ბროძელი (არმაზი),
#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).
#15: გიორგი აფციაური (არმია).
U18 ევროპის ჩემპიონატი
30 მარტი
საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია
3 აპრილი
ნახევარფინალი
7 აპრილი
ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"