"უმცროსი ბორჯღალოსნების" მორიგი მეტოქე "სკუადრა აძურაა"

AutoSharing Option
ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 3 აპრილს 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალში ტურნირის ფავორიტთან, ინგლისის ნაკრებთან წააგეს - 8:58. ჩვენი მეტოქე იტალიელი 18-წლამდელები კი ვერას გახდნენ მეორე ფავორიტთან, უელსის ნაკრებთან - 8:41.

საქართველოსა და იტალიის 18-წლამდელ ნაკრებებს შორის გამარჯვებული მეხუთე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. დამარცხებული კი ამავე წყვილში ხელმოცარულს მე-7 ადგილისთვის ეთამაშება.

იტალიელებთან მატჩი მადრიდში, უნივერსიტეტის სტადიონზე თბილისის დროით 14 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს
ნაკრები
პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).
მეორე ხაზი: შოთა თევზაძე, მიხეილ მასხარაშვილი (ორივე-ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).
მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).
#9: რევაზ ბროძელი (არმაზი), ლაშა ნადირაძე (ჯიქები).
#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), ილია მელაძე (აკადემია), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).
#15: გიორგი აფციაური (არმია).

3 აპრილი
ნახევარფინალი

I ადგილისთვის
ინგლისი-უელსი, ირლანდია-საფრანგეთი.

V ადგილისთვის
საქართველო-იტალია, პორტუგალია-შოტლანდია

7 აპრილი
ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული