"უმცროსი ბორჯღალოსნები" - კიდევ ერთი გმირობის მოლოდინში

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 7 აპრილს, თბილისის დროით 14:45 საათზე, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარეობს, მეხუთე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

"უმცროსმა'ბორჯღალოსნებმა", თამამად შეიძლება ითქვას, რომ 3 აპრილს ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. მათ პირველად შეძლეს ასაკობროვი ნაკრებების დონეზე ექვსი ერის გათამაშების წარმომადგენლის, იტალიის ნაკრების დამარცხება.

ამჯერად ჩვენი გუნდის მეტოქე კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე "სკუადრა აძურინი" (ასაკობრივ ნაკრებებს იტალილები ასე ეძახიან). ამ მატჩის შემდეგ იტალიელთა ნაკრების მწვრთნელმა აღიარა, რომ საქართველო მზარდი სარაგბო ქვეყანაა.

"დრამატული მატჩი იყო. თავიდან თითქოს ჩვენთვის ყველაფერი კარგად წარიმართა,
მაგრამ მერე ქართველებმა დაამტკიცეს, რომ რაგბი ამ ქვეყანაში ვითარდება, სრულიად ახალ, მაღალ საფეხურზე ადის და მატჩის ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გამოგვგლიჯეს.

ამ მარცხს საკუთარ თავზე ვიღებ, მიმაჩნია, რომ როგორც მწვრთნელმა ბევრი შეცდომა დავუშვი"
, - თქვა მან.

შოტლანდიის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი პოლოკმა პორტუგალიასთან მატჩისგან განსხვავებით, ხუთი ცვლილება განახორციელა. ჩვენი ნაკრების ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილებაა. ფულბეკის პოზოციაზე დაბრუნდა გიორგი აფციაური, რომელიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბეა, ცხრა ნომერ რევაზ ბროძელთან და გარემარბ გიორგი ფრუიძესთან ერთად.

"ჩვენ ვნახეთ საქართველოს ნაკრების თამაში იტალიასთან. ეს გუნდი ძალიან ჰგავს ამავე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს. ქართველები ფიზიკურად ძლიერები და დინამიკურები არიან. იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ, ყურადღებით გარჯა გვმართებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება სათამაშო დისციპლინის ზედმიწევნით დაცვას", - თქვა ედი პოლოკმა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).
მეორე ხაზი: შოთა თევზაძე, მიხეილ მასხარაშვილი (ორივე-ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).
მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტოვი).
#9: რევაზ ბროძელი (არმაზი), ლაშა ნადირაძე (ჯიქები).
#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), ილია მელაძე (აკადემია), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).
#15: გიორგი აფციაური (არმია).

შოტლანდიის ნაკრები
15. გევინ ლავი, 14. ედ ფარქუარსონი, 13. კემერონ მაკენზი, 12. ნეილ ჰერონი, 11. სემ მონკური, 10. ბენ კუპერი, 9. მარდო მაენდრიუ. 1. დარსი რეი, 2. ბლკერ ჯარდინი, 3. კრის ბარნსი, 4. კემერონ ტერნერი, 5. ნეილ ირვინი, 6. კემერონ სიმპსონი, 7. რობი ტაიტი, 8. კრის დინი.
16. როს მურეი, 17. კემერონ ფენტონი, 18, ჯეიმზ მალკოლმი, 19. დანკან კემბელი, 20. ენდრიუ კრამონდ, 21. ტომი სპინქსი, 22. ალექს გლეშანი, 23. კალუმ ირვინი, 24. ფრენკი რობინსონი, 25. სემ პეკაერი, 26. შონ მაკდონალდი.

ევროპის ჩემპიონატი, U-18
7 აპრილი
VII ადგილისთვის
იტალია-პორტუგალია

V ადგილისთვის
საქართველო-შოტლანდია

III ადგილისთვის
უელსი-საფრანგეთი

ფინალი
ინგლისი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 7 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარეობს, მეხუთე ადგილისთვის მატჩში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული