"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია ვეღარ დაძლიეს

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, V ადგილისთვის მატჩში, შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 10:29 დამარცხდა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 5:17 დათმეს და მდგომარეობის გამოსწორებას მეორე ნახევარში ბევრს ეცვადნენ, თუმცა მატჩის ბედის შემოტრიალება ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მორაგბეებმა ევროპის ჩემპიონატზე ელიტის ერთი გუნდის, იტალიის ნაკრების ანგარიშით 20-18 ძლევა შეძლეს, მანამდე კი მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 8:58 დამარცხდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული