ახალგაზრდა "ბორჯღალოსნებმა" "ალაფზე" პირველი გამარჯვება იზეიმეს

AutoSharing Option
18 ივნისს (ჩვენი დროით 19 ივნისს 02:00) საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თავისი პირველი მატჩი გამართა. ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" კანადელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 31:17 დაამარცხეს. 

შეგახსენებთ, რომ  შარშან თბილისში გამართულ ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა კანადელები 38:9 დაამარცხა.

"მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება, იმავდროულად, გაისად საფრანგეთში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიცაა.

ჩვენი გუნდის მეტოქეები B ჯგუფში, ისევე, როგორც შარშან, თბილისში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე, კანადის, ზიმბაბვესა და იაპონიის ნაკრებები არიან. ჯგუფში პირველ ადგილზე გასული  A ჯგუფში გამარჯვებულს ფინალში დაუპირისპირდება.

A ჯგუფი: ჩილე,
რუსეთი, ტონგა, აშშ.
B ჯგუფი: საქართველო, იაპონია, კანადა, ზიმბაბვე.

22 ივნისი
საქართველო-ზიმბაბვე

26 ივნისი
საქართველო-იაპონია
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა არის იცით სამწუხარო.სად არიან ბიჭები და რამხელა რამეს აკეთებენ და რა გახდა ერთი ლინკი.გეხვეწებით რამე გადაწვიტეთ და დადეთ ხვალინდელი თამაშის ლინკი.
qaquca
17:52 21-06-2012
0
გუშინდელი თამაშის ნახვა სად შეიძლება ? :))
mako
15:36 19-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული