30 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახლოს იყო ალაფზე მესამე ადგილის დაკავებასთან, მაგრამ 12-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და საბოლოოდ 29:31 წააგო ტონგასთან.
ჩვენი გუნდი B პულში მე-2 ადგილზე გავიდა, 2 მოგებით და 1 მარცხით (იაპონიასთან). ანალოგიური შედეგი ჰქონდათ ზღვისპირეთელებს A პულში (მათ მასპინძლებთან წააგეს). ტონგამ მოგვიგო და ზედიზედ მესამედ აღარ მოგვაპოვებინა ბრინჯაოს მედლები ალაფზე.
პირველ ტაიმში ორივე გუნდს ფიზიკურ ბრძოლაზე ჰქონდა აქცენტი. მე-6 წუთზე ტონგელმა ამანაკი ლეაატოამ საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ 22-ე
ამის შემდეგ ჩვენების უპირატესობა გამოიკვეთა და მიძალების შემდეგ, 32-ე წუთზე, გიორგი თეთრაშვილმა ლელო დადო - 10:3. ტაიმის ბოლოს კი საქართველოს ლელომდე ორ მეტრში შეაჩერეს.
მეორე ტაიმი ტონგელთა ლელოთი დაიწყო - 44-ე წუთზე მაიკლ ფელეაფა დაგვიძვრა და ანგარიშიც გათანაბრდა - 10:10. პატარა "ბორჯღალოსნებს" სულ ორი წუთი დასჭირდათ კვლავ დასაწინაურებლად, ლელო მერაბ შარიქაძემ გაიტანა - 17:10. ქართველთა უპირატესობა ყველა კომპონენტში უკვე აშკარა იყო და გიორგი ხიდეშელის ლელოს შემდეგ 54-ე წუთზე ანგარიში 22:10 გახდა.
სამ წუთში 12-ქულიანი უპირატესობა 5-მდე შემცირდა, ტონგელმა ლეაატოამ ლელო გაიტანა, მაგრამ 65-ე წუთზე 12-ქულიანი უპირატესობა აღსდგა - თამაზ მჭედლიძემ იყოჩაღა - 29:17.
ტონგელებმა ბოლო წუთებზე ფანტასტიკურად ითამაშეს და ორი ლელო გაგვიტანეს (ტანიელა ვაკუტა, მანასე ფოლაუ). გადამწყვეტი კი ლეაატოას ზუსტი გარდასახვა გამოდგა - 29:31.
ხელიდან გაშვებული შანსი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U20 საქართველო-იაპონია 33:36 - იაპონია ისევ დაუძლეველი ბარიერია
U20. საქართველო-ზიმბაბვე 43:7 - ერთი ნაბიჯი ფინალამდე
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნეკერჩხალი დაბერტყეს