"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ასპარეზობენ. პირველი ტური წარმატებული აღმოჩნდა ორივე ასაკის "უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის".

17-წლამდელთა შეჯიბრებაში, რომელიც მომავალ წელს გასამართი ელიტური ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში გერმანელი თანატოლები დაამარცხა დიდი ანგარიშით - 50:13.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ჩვენი მორაგბეების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. აქედან სამ-სამი პირველხაზელმა ზაზა ხარებავამ და გარემარბმა იოსებ კიკვაძემ მიითვალეს.

მეორე შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ბელგიელები დაამარცხეს - 38:10.

მომდევნო ტურში "უმცროსი ბორჯღალოსნები" სწორედ
ბელგიის ნაკრებს ხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მინიმუმ მეორე ადგილს დაიბევებენ, რაც ჩვენს გუნდს საშუალებას მისცემს, გაისად ევროპის ელიტურ ჩემპიონატში იასპარეზოს.

ევროპის ჩემპიონატი, U-17
საქართველო-გერმანია 50:13
საქართველო (15-9) სვანიძე (ტუკვაძე 36), დევსურაშვილი, ილურიძე (ლიპარტელიანი 50), ირემაძე, კიკვაძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე. (1-8) ხარებავა, ალხაზიშვილი, კაკაბაძე (ფხაკაძე 36), კვაჭაძე, ხანთაძე (როყვა 48), პაპავაძე (ხვისტანი 53), ბუბუტეიშვილი (დანგაძე 48), მღებრიშვილი.

8ლ: კიკვაძე (3), ხარებავა (3), მღებრიშვილი, დევსურაშვილი. 5გ: ჯინჭველაშვილი.

პორტუგალია-ბელგია 38:10

სატურნირო მდგომარეობა
1. საქართველო - 5 ქულა, 2. პორტუგალია - 5, 3. ბელგია - 0, 4. გერმანია - 0.

II ტური
საქართველო-ბელგია, პორტუგალია-გერმანია

* * *
19-წლამდელთა ტურნირში ორი მატჩი გაიმართა. A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში ესპანეთის ნაკრებს სძლია - 31:13.

ესპანელები 29 ოქტომბერს რუმინელებს ეთამაშებიან, რომლებსაც ჩვენები ორი დღის შემდეგ, 31 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ A ჯგუფის გამარჯვებული ფინალში B ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდება, რათა საგაისოდ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" თამაშის უფლება მოიპოვოს.

B ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს მოუგო - 14:8.

ევროპის ჩემპიონატი, U-19
საქართველო-ესპანეთი 31:13
საქართველო (15-9) ნიკოლავა (თუთბერიძე 58), კოდუა, ფრუიძე, ბროძელი, გიორგაძე (მელაძე 44), აფციაური, ხუციშვილი. (1-8) თეთრაშვილი (ჯიბლაძე 54), ხიდეშელი, ახობაძე (მარგველანი 54), ელგუჯაური (ლოლუა 42), გეგია, შაშიაშვილი (მჭედლიშვილი 53), მოგელაშვილი (სულუაშვილი 60), ამირანაშვილი.

4ლ: ამირანაშვილი, ფრუიძე, კოდუა, ნიკოლავა. 4გ,ს: ნიკოლავა.

A ჯგუფი
29 ოქტომბერი
რუმინეთი-ესპანეთი

31 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი

B ჯგუფი
პორტუგალია-რუსეთი 14:8

29 ოქტომბერი
ბელგია-რუსეთი

31 ოქტომბერი
პორტუგალია-ბელგია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული