საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები "ალაფაზე" არ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის ფინალურ მატჩში 23:10 დამარცხდა.

გამომდინარე აქედან ჩილეში გასამართ მსოფლიო თასის "ალაფაზე" თამაშის უფლება პორტუგალიელებმა მოიპოვეს.

გუნდებს შორის შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართა. მეტოქემ პირველი ნახევარი 20:3 მოიგო. ჩვენმა ნაკრებმა კი მხოლოდ ერთი ლელოს დადება შეძლო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. საბოლოოდ კი მატჩი პორტუგალიელებმა მოიგეს.

საქართველო-პორტუგალია 10:23
საქართველო (15-9) ნიკოლავა, მელაძე, ფრუიძე, ბროძელი (თუთბერიძე 63), გიორგაძე (კოდუა 19), აფციაური, ხუციშვილი (ელგუჯაური 64). (1-8) თეთრაშვილი (ჯიბლაძე 64), ხიდეშელი, ახობაძე (შარაშიძე 48),
მჭედლიშვილი, გეგია (გოგლიძე 48), გასვიანი, მოგელაშვილი, ამირანაშვილი.
ლ: ამირანაშვილი. გ,ს: ნიკოლავა.

V ადგილისთვის
რუმინეთი-რუსეთი 33:15

III ადგილისთვის
ბელგია-ესპანეთი 23:20

საბოლოო მდგომარეობა
1. პორტუგალია, 2. საქართველო, 3. ბელგია, 4. ესპანეთი, 5. რუმინეთი, 6. რუსეთი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული