უმცროსი "ბორჯღალოსნები" მწვრთნელ პაატა ნარიმანაშვილის ხელმძღვანელობით შეჯიბრებისთვის მზადებას აგვისტოდან შეუდგნენ. ბოლო, ათდღიან შეკრებას კი საფრანგეთში, საკურორტო ქალაქ კანში გაივლიან.ევროპის ჩემპიონატზე, 24 ოქტომბერს ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. მატჩი ბრიუსელში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ასევე იბრძოლებენ ბელგიის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთის, რუსეთისა და ესპანეთის ცხრამეტწლამდელთა ნაკრებები.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია, ზურაბ ერისთავი, ტარიელ ჩხიკვაძე, მერაბ მატკავა (ყველა-აია), ლევან ჩილაჩავა (ტულონი), ირაკლი
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ბექა ბიწაძე (ივერია), გიორგი ჟღენტი (თსუ\ლომები);
მესამე ხაზი: გიორგი ტყეშელიაძე (ვისოლი\ყოჩები), გიორგი ჭყოიძე (ლელო), ლაშა თხილაიშვილი (ბათუმი XV), ლაშა ლომიძე (აკადემია), დავით ლოსაბერიძე (დიჟონი)
N:9: რამაზ ჯინაშვილი (თსუ\ლომები), ჯიმი ღამბაშიძე (ლელო)
N:10: ლუკა კვარაცხელია (ვისოლი\ყოჩები), უშანგი მჭედლიშვილი (ლელო);
N:12-13: ზურაბ ძნელაძე (აია), გოდერძი ჭინჭარაული (ლელო), გიგა გაგოშვილი (შევარდენი), გიორგი მარგიანი (აკადემია);
N:11-14: გიორგი აბრამიძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), ვანო გაბროშვილი (არმაზი)
N:15: ბახვა კობახიძე (თსუ\ლომები)
მეოთხედფინალი. 24 ოქტომბერი
რუმინეთი-უკრაინა, ბელგია-პოლონეთი, რუსეთი-ესპანეთი, საქართველო-პორტუგალია.