U18: "ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატზე ირლანდიით იწყებენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ელიტური ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ თავდაპირველად 54 კანდიდატი შეკრიბა.

სელექციის ჩატარების შემდეგ იმ მორაგბეთა ვინაობა გაირკვევა, რომლებიც ჯერ ინგლისში გაემგზავრებიან საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც ჰართფურის კოლეჯთან და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან ითამაშებენ.

მერე კი გეზს საფრანგეთისკენ აიღებენ. გრენობლში ევროპის რვა საუკეთესო გუნდი შეიკრიბება.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიის გუნდი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში "უმცროსი ბორჯღალოსნები" ნახევარფინალში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თუ ჩვენმა მორაგბეებმა ვერაფერი გააწყვეს, მაშინ მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში იმავე გუნდებს შორის წაგებულს
შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ შარშან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს სძლია და მეექვსე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს ტურნირი ექსპერიმენტულია და ასეთად კიდევ ერთი წელიწადი იქნება.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ზაურ ხარებავა (რაინდები), დათო ფხაკაძე (ივერია), ალეკო კოპაძე (აკადემია), ლუკა ბლიაძე (უნივერსიტეტი), გიორგი ტორაძე (აია), ერეკლე მაღრაძე (ხარები), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), დავით სახელაშვილი (ილიაუნი ჯიქი), ბადრი ალხაზაშვილი (ინგლისი).
მეორე ხაზი: ზაურ ზოიძე, გიორგი ჯიბუტი (ორივე - აკადემია), გუგა ხანთიძე, გიორგი ბარაბაძე, მირიან კამლაძე (სამივე - აია), მიხეილ ჩიხრაძე (ლოკომოტივი), მიხეილ ლომიძე, გიორგი ცოცხალაშვილი (ორივე - ხულიგანა), გიორგი როყვა (ყოჩები), როლანდ კვაჭაძე (ლელო), ბესო გოგოლაძე (უნივერსიტეტი).
მესამე ხაზი: თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), დათო პაპავაძე (ილიაუნი ჯიქი), გაგა არაბული (ლოკომოტივი), გიორგი მღებრიშვილი, ბექა გორგაძე (ორივე - ხარები), კახა ელბაქიძე (უნივერსიტეტი), გიორგი ჯოხია (არმია), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), საბა ჩაჩხიანი, იური კენჭაძე, ბადრი დანგაძე (სამივე - აია).
#9: თემურ თუთბერიძე (აია), ვასო ლობჟანიძე (არმაზი), დავით გულიტაშვილი (ხარები), ბექა მაზმიშვილი (აკადემია).
#10: რეზო ჯინჭველაშვილი (აია), სოსო ტუკვაძე (ყოჩები), გურამ ლაფერაშვილი (ლელო), თორნიკე ხურცილავა (არმაზი), მიხეილ ჭელიძე (უნივერსიტეტი).
#12-13: თემურ ირემაძე (აია), სანდრო ილურიძე (აკადემია), ბექა ნონიაშვილი, ირაკლი დევსურაშვილი (ორივე - ხულიგანა), ჯონი ხეცურიანი (ტორნადო), ივანე ხელაია (აკადემია).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე (აია), დათო ლობჟანიძე (არმაზი), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია).
#15: გიორგი ბაბუნაშვილი (აია), ირაკლი სვანიძე, სოსო ჯაფარიძე (ორივე - ხულიგანა).

ევროპის ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
22 მარტი
საქართველო-ირლანდია
ინგლისი-პორტუგალია
საფრანგეთი-იტალია
უელსი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდ წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს!!!!!!!
anita
13:47 05-02-2013
0
ავტორს - ბადრი ჯანგირაშვილს: ძალიან გთხოვთ გადაამოწმოთ სახელები და გვარები. მაგალითად: ზაურ ზოიძე კი არა - დაზმირ კორინთელი.
ზაურ ზოიძე
18:03 19-01-2013
0

სიახლეები პოპულარული