საქართველო - პორტუგალია 27:3

AutoSharing Option
საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრებმა ბელგიაში, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" მეოთხედფინალურ მატჩში პორტუგალიელი თანატოლები დაამარცხეს - 27:3 და ნახევარფინალში გააღწიეს.

ჩვენი გუნდის შემდეგი მეტოქე უმთავრესი კონკურენტი, რუმინეთის ნაკრები იქნება, რომელმაც უკრაინის ცხრამეტწლამდელთა გუნდს მშრლი ანგარიშით - 36:0 მოუგო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურნირის გამარჯვებული სწორედ ამ ნახევარფინალურ წყვილში გამოვლინდება.

მეორე ნახევარფინალში რუსეთისა და ბელგიის ნაკრებები დაწყვილდნენ. რუსებმა ესპანეთის ნაკრების დამარცხება შეძლეს - 27:15. მასპინძელმა ბელგიელებმა კი პოლონეთის გუნდს სძლიეს - 45:10

მეოთხედფინალი
საქართველო-პორტუგალია 27:3, რუმინეთი-უკრაინა 36:0, რუსეთი-ესპანეთი 27:15, ბელგია-პოლონეთი
45:10

ნახევარფინალი. 27 ოქტომბერი
საქართველო-რუმინეთი, რუსეთი-ბელგია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული