"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბოლო საწვრთნელი შეხვედრა ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართეს. მარცხის (13:24) მიუხედავად, გუნდის მწვრთნელთა შტაბი მზადების პროცესით კმაყოფილია.
ილია მაისურაძე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"ინგლისის ნაკრებთან თამაში კარგად დავიწყეთ. ორივე გუნდი ფიზიკური ძალის დემონსტრირებაზე აკეთებდა აქცენტს. 28-ე წუთისთვის 7:5-ს ვიგებდით, თუმცა პირველი ტაიმი 7:12 წავაგეთ.
მეორე ტაიმში ცვლილებები განვახორციელეთ. ფიზიკურად ბევრად უკეთ მომზადებულ მეტოქესთან ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდა და ძირითადად, დაცვაში მოგვიწია თამაში".
დონ კასკი,
"ალბათ, ყველა იმედგაცრუებულია მატჩის შედეგის გამო, მაგრამ ვფიქრობ, მორაგბეები უნდა ამაყობდნენ თავიანთი თამაშით - მათ მაღალი კლასის რაგბი აჩვენეს.
ეს მატჩი კიდევ ერთი ღირსეული ნაბიჯია ქართული რაგბის მომავალი თაობის განვითარების გრძელ გზაზე. ახალგაზრდა ინგლისელებთან თამაშმა გვასწავლა, რომ თანამედროვე რაგბიში მცირეოდენი შეცდომაც კი მყისიერად ისჯება.
მატჩის შემდეგ ვესაუბრე ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ შარშანდელთან შედარებით, ქართველმა ჭაბუკებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს თამაშის ხარისხი.
მათ მიაჩნიათ, რომ თანდათან ინგრევა მითი იმის შესახებ, რომ ქართველი მორაგბეები მხოლოდ შერკინების ხარჯზე გადიან ფონს.
ჩვენი თამაშის სტილით ისინი იმდენად მოიხიბლნენ, რომ გამოთქვეს სურვილი, საწვრთნელი მატჩები ყოველწლიურად გავმართოთ".
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინგლისის ასაკობრივი ნაკრებების თანამშრომლობა წელსვე გაგრძელდება.
მაისში თბილისში ჩამოვა ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც სამი კვირის განმავლობაში საწვრთნელ შეკრებას გამართავს და ჩვენი ქვეყნის 19-წლამდელთა გუნდს რამდენჯერმე საკონტროლო მატჩში დაუპირისპირდება.
"უმცროსი პომები" თბილისში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.
საქართველო
პირველი ხაზი: ზაურ ხარებავა (რაინდები), დავით ფხაკაძე (ივერია), ბადრი ალხაზიშვილი (ინგლისი), გიორგი ტორაძე, გუგა ხანთაძე (ორივე - აია), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი).
მეორე ხაზი: როლანდ კვაჭაძე (ლელო), თორნიკე ზოიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (ხარები).
მესამე ხაზი: თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), დავით პაპავაძე (ჯიქები), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი ხვისტანი (ყოჩები), ბადრი დანგაძე (აია).
#9: ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), თეიმურაზ თუთბერიძე (აია), დავით გულიტაშვილი (ხარები).
#10: რევაზ ჯინჭველაშვილი (აია).
#12-13: სანდრო ილურიძე (აკადემია), თემურ ირემაძე (აია), ლევან გიკაშვილი (ლელო).
#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით ლობჟანიძე (ლელო).
#15: ირაკლი სვანიძე (ხულიგანა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"უმცროს ბორჯღალოსნებს" "ჰართპური" ბოლო წუთზე გადაურჩა