შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბულად წარიმართა, თუმცა ჩვენი მორაგბეები მუდმივად ფლობდნენ უპირატესობას. მგეზავმა უჩა მჭედლიშვილმა "მუხის ფოთლებს" ოთხი საჯარიმო გაუტანა, რაზეც მეტოქემ მხლოდ ერთი არეკნით უპასუხა - 12:3.
მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი უფრო ლაღად ათამაშდა და რუმინელებს სამი უპასუხო ლელო გაუტანა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინალში რუსეთის ნაკრები იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ბელგიის ნაკრებს სძლია - 21:10. თამაში შაბათს, თბილისის დროით 18 საათსა და
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონი მომავალ წელს გასამართი ჩელენჯ ტროფის გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მიიღებს, რომელიც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია.
ნახევარფინალი V ადგილისთვის
ესპანეთი-პოლონეთი 44:12
პორტუგალია-უკრაინა 33:0
ნახევარფინალი
საქართველო-რუმინეთი 29:3
ბელგია-რუსეთი 11:23
ფინალი. 30 ოქტომბერი
საქართველო-რუსეთი