"ნორჩი ბორჯღალოსნები" ევროპულ ტურნეში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, რომელიც ტრადიციულად, მაისის პირველ დეკადაში იწყება.

ჩვენი ნორჩი მორაგბეები, რომლებსაც ზვიად ცუხიშვილი და გიორგი ენუქიძე წვრთნიან, ორ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

პირველ შეჯიბრებას, სარაგბო ფესტივალ "GIVE ME RUGBY"-ს კორსიკა უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების გარდა, ამ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისის, ახალი ზელანდიისა და საფრანგეთის სარაგბო აკადემიების შესაბამისი ასაკის გუნდები.

ამის შემდეგ "ნორჩი ბორჯღალოსნები" ლიონში გაემგზავრებიან, სადაც ახლომდებარე დაბა ვიენში, 11-12 მაისს გასამართ მოზარდ მორაგბეთა ტურნირზე იასპარეზებენ, რომელიც კორსიკაზე გამართულ შეჯიბრებასთან შედარებით, მაღალი დონისაა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 15-წლამდელთა
ნაკრებმა 2009 წელს ვიენში გამართული ტურნირი მოიგო, 2011 წელს კი ვერცხლისპრიზიორი გახდა. ამჯერად ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგეთა ვინაობა მოგვიანებით, წილისყრის შედეგად გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები
გიორგი მამალაძე, ლუკა დვალიშვილი, ირაკლი ოქროპირიძე, სანდრო სვანიძე, გელა ფოლადაშვილი, გიორგი რუხაძე, ირაკლი ტრაპაიძე, სანდრო ხუციშვილი, ირაკლი სარიშვილი, არდაშ დარბოევი, გელა აფრასიძე, სანდრო კალმახელიძე, რატი ნაკანი, გიორგი თოთლაძე, დავით ივანოვი, მერაბ ცერცვაძე, გიორგი კვირიკაშვილი, დავით კლდიაშვილი, არსენ მაჩალაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული