"ნორჩ ბორჯღალოსნებს" საფრანგეთში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება, სადაც ერთ ტურნირზე ასპარეზობა უკვე მოასწრო.

კუნძულ კორსიკაზე "ნორჩმა ბორჯღალოსნებმა" შეჯიბრებაში Give Me Rugby რვა თამაში გამართა და რვავე მოიგო.

ტურნირის პირველ დღეს ჩვენი მორაგბეები ლიონთან ახლოს მდებარე დაბა ვიენის გუნდს დაუპირისპირდნენ და მშრალი ანგარიშით, 36:0 მოუგეს.

მერე "ნორჩმა ბორჯღალოსნებმა" ერთმანეთის მიყოლებით სძლია მონაკოს და კორსიკის ნაკრებებს, ასევე ტულუზის სარაგბო სკოლის გუნდს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩვენი ბიჭების ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩის სარაგბო აკადემიასთან გამარჯვება იყო - 19:0.

შეჯიბრების მეორე დღეს საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა სამი შეხვედრა
გამართა კორსიკის რეგიონულ ნაკრებ გუნდებთან და სამივეში მშრალი ანგარიშით დაამარცხა მეტოქეები.

მომდევნო ტურნირი ჩვენს მორაგბეებს დაბა ვიენში ელოდებათ, რომელიც მონაწილეთა შემადგენლობით ბევრად უფრო ძლიერია.

საქართველოს ნაკრები
გიორგი მამალაძე, ლუკა დვალიშვილი, ირაკლი ოქროპირიძე, სანდრო სვანიძე, გელა ფოლადაშვილი, გიორგი რუხაძე, ირაკლი ტრაპაიძე, სანდრო ხუციშვილი, ირაკლი სარიშვილი, არდაშ დარბოევი, გელა აფრასიძე, სანდრო კალმახელიძე, რატი ნაკანი, გიორგი თოთლაძე, დავით ივანოვი, მერაბ ცერცვაძე, გიორგი კვირიკაშვილი, დავით კლდიაშვილი, არსენ მაჩალაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ბიჭებო! ღმერთი თქვენსკენ!
სან
12:30 08-05-2013
0
მიდი გიჟო დათო არ დაინდო არავინ
gijo dato
00:18 09-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული