"ნორჩი ბორჯღალოსნების" მესამე ადგილი ფრანგულ ტურნირში

AutoSharing Option
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ლიონთან ახლოს გამართულ საერთაშორისო ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.

ჩვენმა მორაგბეებმა ექვსი შეხვედრა გამართეს. აქედან ხუთი მშრალი ანგარიშით მოიგეს, ერთში კი მასპინძელთა გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

ჯგუფურ ეტაპზე "ნორჩმა ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში ქალაქ ვიენის გუნდს სძლიეს - 41:0. მერე ბელგიური "ლიეჟის" სასკოლო ნაკრებს "სასტიკად" გაუსწორდნენ - 70:0, ბოლოს კი, საფრანგეთის როდენის მხარის მეორე გუნდი დაამარცხეს - 40:0. მეოთხედფინალში ჩვენმა გუნდმა აშშ-ის კონექტიკუტის შტატის თანატოლთა ნაკრები დაამარცხა - 41:0.

ნახევარფინალში საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები როდენის მხარის პირველი ნაკრები
იყო. ვიენის მაყურებლებით გადაჭედილ სტადიონზე შესანიშნავი, დაძაბული ბრძოლა გაიმართა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს ლელოთი, რომელიც გარდასახეს კიდეც. ჩვენმა გუნდმა ამაზე ლელოთივე უპასუხა, თუმცა გარდასახვის გამოყენება ვერ შეძლო - 5:7. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ გუნდებმა კიდევ თითო ლელო გაცვალეს, ისე, რომ ვერ გარდასახეს და მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 12:10.

მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩვენი მორაგბეები იტალიის სარაგბო აკადემია "ავეჩიანოს" გუნდს შეხვდნენ და მშრალი ანგარიშით, 41:0 დაამარცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ნორჩ ბორჯღალოსნებს" საფრანგეთში 100-პროცენტიანი შედეგი აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული