"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს, მათ 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ბელგიის 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები გუნდი დაამარცხეს ანგარიშით 32:6.
ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის საგზური მოიხვეჭეს, რომელიც გაისად აპრილში ჰონგ-კონგში გაიმართება.
"უბედნიერესი ადამიანი ვარ! ევროპის ჩემპიონები გავხდით და ალაფაზე გავედით. მე უზომოდ ვამაყობ ჩემი ბიჭებით და თითოეულ მათგანს მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის, რაც მათ გასამარჯვებლად გააკეთეს.
ამავდროულად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს და ყველა
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ სრულიად საქართველოს!", - განაცხადა საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დავით ვართანიანმა.
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე:
"ყველას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ ამ ტურნირში გამარჯვება შეგვიძლია.
მე უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი კარგი და ძლიერი მომავალი თაობა ეზრდება ქართულ რაგბს. დარწმუნებული ვარ, რომ რამოდენიმე მათგანს მალე ვიხილავთ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, რაგბის ეროვნულ აკადემიას და ყველას ვინც გუნდის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მატჩს - პირველ ტაიმში ბიჭებმა ცოტა ინერვიულეს, მაგრამ მეორე ტაიმში მათ შეძლეს ძალების მობილიზება, დაალაგეს თამაში. ალბთ ამ თამაშის უფრო დიდი ანგარიშითაც შეიძლებოდა მოგება, მაგრამ ფინალი ფინალია, რომელსაც თან სდევს დაძაბულობა და ნერვიულობა.
რაც მთავარია ბიჭებმა ღირსეულად გაიმარჯვეს, ევროპის ჩემპიონები გახდნენ და მოიპოვეს 2014 წლის აპრილში 20 წლამდელთა მსოფლიო ალაფაზე ასპარეზობის უფლება, რომელიც ჰონგ-კონგში გაიმართება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას!"
წყარო: rugby.ge