"უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებიც მომავალი წლის 10-20 აპრილს, პოლონეთში გასამართი ევროპის ელიტური ჩემპიონატისთვის ემზადებიან, უკრაინელებთან მეორე ტესტ-მატჩს 22 დეკემბერს, "შევარდენზე", 16:00 სთ-ზე გამართავენ.
ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 35 მორაგბეა, რომელთაგან მწვრთნელები თამაშის საშუალებას ყველას მისცემენ.