სამზადისი ახალგაზრდული ალაფისთვის

AutoSharing Option

რაგბის საერთაშორისო საბჭოს - IRB-ს მხარდაჭერითა და გადაწყვეტილებით,  2011 წელს მსოფლიოს ახალგაზრდულ სარაგბო ტროფი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირია, საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან რაგბის საერთაშორისო საბჭოში მინისტრის ოფიციალური წერილი გაიგზავნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტურნირის ორგანიზების სრულ ფინანსაურ მხარდაჭერას ადასტურებს. 

თბილისის კანდიდატურას რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოში სტუმრობის შემდეგ დაუჭირეს მხარი, როდესაც ორი ახალი სარაგბო ბაზა დაათვალიერეს და სახელმწიფოს მხრიდან რაგბის მხარდაჭერის პროგრამას ადგილზე გაეცნენ.

2011 წლის მსოფლიოს ტროფის გამარჯვებული 2012 წელს გასამართი ახალგაზრდული მსოფლიოს

ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

მომავალი ტურნირი 2011 წლის 24 მაისიდან 5 ივნისამდე „შევარდენისა" და „სინათლის" ახლადაშენებულ სარაგბო სტადიონებზე გაიმართება.


ახალგაზრდულ ტროფიზე 8 ნაკრები ითამაშებს
საქართველო
რუსეთი
სამოა
იაპონია
აშშ
ურუგვაი
კანადა 
ზიმბაბვე

თბილისში დაგეგმილ მსოფლიოს ალაფაზე ტრადიციულად ორი ჯგუფი შეიქმნება, რომლებშიც 4-4 გუნდი მოხვდება. კენჭისყრა იანვარში შედგება, უკვე ცნობილია, რომ მატჩები მომავალი წლის 24 მაისს, 28 მაისს, 1 ივნისსა და 5 ივნისს შედგება. საწყის სამ ტურში ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება, დასკვნით დღეს კი ფინალური შეხვედრები შედგება პირველი, მესამე, მეხუთე და მეშვიდე ადგილებისთვის.

დავით ნამგალაური (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე): „სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სახელით სამინისტროდან რაგბის საერთაშორისო საბჭოში უკვე გაიგზავნა ოფიციალური წერილი, სადაც საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ტურნირის სრულ ფინანსურ მნარდაჭერაზე. 

ასე რომ, ქართული მხარე ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარე თვეში დაიწყება. დეკემბრის შუა რიცხვებში თბილისში რაგბის საერთაშორისო საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა და რაგბის კავშირთან ერთად ყველა საორგანიზაციო საკითხზე მუშაობას ეტაპობრივად დავიწყებთ. 

ახალაგზრდული მსოფლიოს ტროფი უმაღლესი დონის ტურნირია, საქართველოში მსოფლიო დონის სარაგბი ქვეყნების ახალაგზრდული ნაკრებები ჩამოვლენ და საქართველოს მართლაც ურთულესი კონკურენციის პირობებში მოუწევს ბრძოლა."


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული