ახალი ფორმატით, ახალი სიმაღლეებისკენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა წლეულს ბელგიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ანალოგიური შეჯიბრება მომავალ წელსაც გაიმართება, თუმცა FIRA AER-მა გადაწყვიტა გათამაშების ფორმატი შეცვალოს.

ახალი ფორმატის არსი ასეთია. ჯერ გაიმართება შეჯიბრება ექვსი ერის ქვეყნების, ანუ ელიტის 18-წლამდელთა ნაკრებებს შორის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია). აქ მეხუთე-მეექვსე ადგილზე გასულები დაემატებიან მეორე ეშელონის, ანუ პირველი დივიზიონის ექვსეულს. ესენია, საქართველო, რუმინეთი, რუსეთი, ბელგია, გერმანია და პორტუგალია. ეს ექვსეული და ელიტაში ორი ხელმოცარული FIRA AER-ის ჩემპიონის ტიტულს გაითამაშებენ.

ამ პრინციპით შეჯიბრება სამ წლის განმავლობაში
ჩატარდება. მერე კი პირველ დივიზიონში გამარჯვებული ელიტაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

2011 წელს ტურნირი საფრანგეთში გაიმართება. ცნობილია ჩვენი ნაკრების პირველი მეტოქეც. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები 16 აპრილს რუსეთის 18-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალში მეტოქე პორტუგალიასა და ელიტაში მეექვსე ადგილზე გასულს შორის გამარჯვებული იქნება.

ევროპის ჩემპიონატი, U-18
მეოთხედფინალი
ელტა 5-რუმინეთი, ელიტა 6-პორტუგალია, საქართველო-რუსეთი, ბელგია-გერმანია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული