"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" საფრანგეთში, ქალაქ მონტობანში გამართულ პირველი რაუნდის (მეოთხედფინალი) შეხვედრაში ირლანდიის თანატოლთა გუნდს, ფრედ 8:8 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, საჯარიმოთა სერიაში სძლიეს.
თითოეულ გუნდს 5-5 საჯარიმოს შესრულება დაევალა. პირველი ჯარიმა შოთა არეშიძემ გაიტანა, რასაც ირლანდიელებმაც გატანილით უპასუხეს (1:1). შემდეგ მირიან მოდებაძემ დაარტყა ზუსტად, ირლანდიელმა დამრტყმელმა კი ააცილა (2:1). მესამე და როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ჯარიმა დავით მოძღვრიშვილმა შეასრულა და მთელი სტადიონი ირლანდიელი მოთამაშის ჯარიმის მოლოდინში გაისუსა. ამ უკანასკნელმა
31 მარტს, ქართველი 18-წლამდელები ტურნირის ნახევარფინალში კარგად ნაცნობ მეტოქეს, იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც მეოთხედინალში მოულოდნელად უელსს სძლია - 14:13.
საქართველო:
15 მირიან მოდებაძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი გოგოლაძე (26 გიორგი კვესელაძე 60), 12 სანდრო სვანიძე, 11 დავით მესხი; 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე.
1 უშანგ ჭეიშვილი, 2 ზაალ ცქიფურიშვილი (17 ლევან ჭავჭავაძე 36), 3 ლაშა ტაბიძე (კაპ); 4 ბექა საღინაძე, 5 გიორგი ფრიდონიშვილი; 6 სანდრო მამამთავრიშვილი (21 გიორგი ელისაშვილი 68), 7 ილია სპანდერაშვილი (20 ერეკლე მაჭარაშვილი 47), 8 შოთა არეშიძე.
ლ: ჭავჭავაძე;
ჯ: აფრასიძე
ირლანდია:
ლ: 11 ლითლი;
ჯ: 10 ჯონსთონი.
მსაჯი რიძო (იტალია).