"უმცროსი ბორჯღალოსნები" ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!

AutoSharing Option
31 მარტს, საფრანგეთში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში, "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიელ თანატოლებს დრამატულ ბრძოლაში აჯობეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.

შეხვედრა 6:6 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი დაინიშნა საჯარიმოების სერია, რომელიც ასევე ფრედ, 4:4 დასრულდა (მორაგბეებმა თითო საჯარიმო ააცილეს).

ამის შემდეგ საჯარიმოები პირველ აცილებამდე გაგრძელდა - გელა აფრასიძემ თავისი ჯარიმა გაიტანა, იტალიელმა კი ვერა და ბრძოლას საქართველოს ნაკრები აგრძელებს, რომელმაც მეოთხედფინალში უკვე მოახდინა ერთი სენსაცია და გზიდან ირლანდიის ნაკრები ჩამოიცილა.

4 აპრილს, ტულუზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე-2 დღეა სიმშვიდეა, რა ხდება ჩვენი ბოკბერების ბანაკში მოგვწერეთ სიახლეები, ძალიან გვაინტერესებს, თორემ შედეგებს თვენზე ადრე ვგებულობთ ტქვე ვაი ჟურნალისტებო!!! (((( ძალიან ვღელავ......
torino
03 აპრილი 2015 09:54
0
ტქვენ გენაცვალეტ ჯიგრები ხარტ.
dato
01 აპრილი 2015 10:09
0
ვულოცავ მთელ საქართველოს, ბიჭებმა საოცარ შედეგებს მიაღწიეს! გამარჯვებებით გევლოთ, ეს საქართველოს ძლიერ სჭირდება!
mamuka09ze
01 აპრილი 2015 09:45
0
ძალიან მაგარი ბიჭები ხართ. თქვენით მთელი ქვეყანა ამაყობს. იმედია, ფრანგებსაც აჯობებთ. ღმერთმა ხელი მიგიმართოთ...
მამუკა
01 აპრილი 2015 09:31
0
ჭუჭუებში გენაცვალეთ თქვენ! აბა თქვენ იცით, საფრანგეთსაც მიართვით სინზე ვერცხლის მედლები.
ყველას დედა
01 აპრილი 2015 08:03
0
ძან მაგარია გილოცავთ ვეცდები რო ტულუზასში ჩამოვიდე. ერთი რამ მინდა ვთქვა ჟურნალისტების გასაგონად და საერთოდ ვისაც ეს ეხება.ეგეტი რაღაც საქართველოს სპორტში არ ხდება ყოველ დღე და იქნებ მეტი ინფორმაცია დაგედოთ, რა არი ეს ორიცალი სურათი ბიჭებმა მეტი ყურადღება ნაღდათ დაიმსახურეს.
dato
01 აპრილი 2015 02:11
0
გენაცვალეთ. ძალიან მაგრები ხართ
levan gorgodze
01 აპრილი 2015 00:11
0
ყოჩაღ ბიჭებო, ეხლა ფრანგებსაც აჩვენეთ სეირი, ვანახოთ მსოფლიოს რომ არც ჩვენ ვართ მაგათზე ნაკლები.
Misha
31 მარტი 2015 23:25
0
საგოლლ,მაგრად გამიხარდა მიდით ბიჭებო
Ramazi
31 მარტი 2015 23:22
0
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო!!!!!
nika
31 მარტი 2015 23:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული