შეხვედრა 6:6 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი დაინიშნა საჯარიმოების სერია, რომელიც ასევე ფრედ, 4:4 დასრულდა (მორაგბეებმა თითო საჯარიმო ააცილეს).
ამის შემდეგ საჯარიმოები პირველ აცილებამდე გაგრძელდა - გელა აფრასიძემ თავისი ჯარიმა გაიტანა, იტალიელმა კი ვერა და ბრძოლას საქართველოს ნაკრები აგრძელებს, რომელმაც მეოთხედფინალში უკვე მოახდინა ერთი სენსაცია და გზიდან ირლანდიის ნაკრები ჩამოიცილა.
4 აპრილს, ტულუზში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრები მასპინძელ საფრანგეთს დაუპირისპირდება.