U18. საქართველო-იტალია 6:6 (5:4) - ისტორია იწერება, საქართველო ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთის სამხრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალურ მატჩში იტალიის ნაკრების დამარცხება შეძლეს და პირველი ადგილისთვის ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრებს ტულუზში დაუპირისპირდებიან.

იტალიელებმა მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერი უელსის ნაკრები დაამარცხეს - 14:13. ცხადია, ეს იმის დასტურია, რომ ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში სერიოზული გუნდი იყო. ასეთ ტურნირებში არალოგიკური შედეგები, ფაქტობრივად, არ ფიქსირდება.

ლოგიკური, თუმცა სენსაციური იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვებაც ირლანდიასთან.

ეს ნახევარფინალურ მატჩშიც დადასტურდა. თამაში ქალაქ ალბიში გადაუღებელი წვიმის თანხლებით წარიმართა. ამან, ცხადია, ორივე გუნდის თამაშს დაღი დაასვა. ხშირი
იყო შეცდომები, შერკინებები, რომლებშიც თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა.

ანგარიში პირველი ტაიმის 22-ე წუთზე იტალიელებმა გახსნეს. ჩვენი მორაგბეები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და მეტოქის დამრტყმელმა საჯარიმო ზუსტად დაარტყა - 3:0. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ იტალიელებმა შვიდ წუთში კიდევ ერთი საჯარიმოს გატანა შეძლეს - 6:0. ამის შემდეგ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ყველაფერი იღონეს, რათა ლელოც და კარიც მშრალად შეენახათ. დაცვაში თავდადებულმა და სწორად თამაშმა მეტოქე არია. ახლა ორი საჯარიმოს გატანა ჩვენმა გუნდმა შეძლო და თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ანგარიში თანაბარი გახდა - 6:6. ორივე საჯარიმო ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ გაიტანა.

მატჩის დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა. ისევე, როგორც ირლანდიელებთან მატჩში, დამატებითი საჯარიმოების (პენალტი შუთაუტით) დარტყმა გახდა საჭირო. ორივე გუნდმა ხუთ-ხუთი დარტყმიდან ოთხ-ოთხი გაიტანა - 4:4. ბრძოლა პირველ აცილებამდე გაგრძელდა. პირველს ჩვენი მორაგბე ურტყამდა. აფრასიძემ ზუსტად დაჰკრა, იტალიელმა მიზანს ააცილა და საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა.
იხილეთ ვიდეო - გამარჯვების ემოციები
Sportall.Ge

ფინალში, რომელიც 4 აპრილს ტულუზში, თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება, ჩვენი გუნდი საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, შარშანდელ ჩემპიონს, ინგლისის ნაკრებს სძლია - 23:19.

U18. ევროპის ჩემპიონატი. 1/2-ფინალი
საქართველო-იტალია 6:6 (5:4 საჯარიმოები)
საქართველო: 15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი გოგოლაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გელა აფრასიძე. 1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელიაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი, 26. სანდრო სვანიძე.

ნახევარფინალი
საფრანგეთი-ინგლისი 23:19

III ადგილისთვის
ინგლისი-იტალია

ფინალი
საქართველო-საფრანგეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ისტორიული გამარჯვება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
წარმატებები ბოკვერებს!
onise
00:42 28-06-2016
0
სად უნდა ვუყუროთ ფინალს? ან რომელი ქართული ტელევიზია გადსცემს? გთხოვთ გამაგებინეთ
ლევან
22:54 01-04-2015
0

სიახლეები პოპულარული