U18. საქართველო VS საფრანგეთი - ბრახუნი ევროპის კარიბჭეზე!

AutoSharing Option
დღეს, 4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზის სტადიონ "ერნესტ ვალონზე", ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ქართული რაგბის ისტორიაში ახალი თავი უკვე დაწერეს, როდესაც საფრანგეთში მიმდინარე ევროპირველობის ელიტდივიზიონის ნახევარფინალში იტალიელ თანატოლებს აჯობეს, მანამდე კი გზიდან ირლანდიელები ჩამოიშორეს.

დრამატული ნახევარფინალის
შემდეგ, ჩვენმა ბიჭებმა ერთი დღე დაისვენეს და დრო ფიზიკური კონდიციის აღდგენას დაუთმეს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, გუნდი არნახული მონდომებით ემზადება ფინალური შეხვედრისათვის.

"ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! რა თქმა უნდა, გუნდში საუკეთესო განწყობაა. ფიზიკურად და რაც მთავარია მენტალურად გუნდი ძლიერად მოემზადა ამ თამაშისთვის. მოედანზე საბრძოლველად და მოსაგებად გავალთ!. ასეთი განწყობა და ასეთი სიყვარული, რაც გუნდში ახლა სუფევს, წინა ორ თამაშშიც კი არ ყოფილა", - განაცხადა მატჩის წინ "უმცროს ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჩავლეიშვილმა.

თამაშამდე ერთი დღით ადრე სამწვრთნელო შტამბა გუნდის სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელშიც ერთი პოზიციური გადანაცვლებაა - სამწუხაროდ იტალიასთან მიღებული ფეხის ტრავმის გამო ფინალს მგეზავი დათო მოძღვრიშვილი ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად ცენტრიდან 10 ნომერზე გიორგი გოგოლაძე გადაინაცვლებს, 13-ზე კი სანდრო სვანიძე დაიწყებს.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთის წინააღმდეგ:
ხაზი
15. მირიან მოდებაძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. გიორგი გოგოლაძე, 9. გელა აფრასიძე.
შერკინება
1. უშანგი ჭეიშვილი, 2. ზაალ ცქიფურიშვილი, 3. ლაშა ტაბიძე (კაპ), 4. ბექა საღინაძე, 5. გიორგი ფრიდონიშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. შოთა არეშიძე.
მარქაფა
16. გურამ პაპიძე, 17. ლევან ჭავჭავაძე, 18. ჯემალ შათირიშვილი, 19. გიორგი ნუცუბიძე, 20. ერეკლე მაჭარაშვილი, 21. გიორგი ელისაშვილი, 22. ელგუჯა კიკვაძე, 23. ბექა მამუკაშვილი, 24. გელა ელოშვილი, 25. საბა სვიმონიშვილი.
Sportall.Ge
მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეგრე იცის ძალიან რომ გააბუქებთ ხოლმე ამბებს. იმდენი აბრახუნეთ, რომ დაგიბრახუნეს :))) ედრებიან ირლანდიას და შოტლანდიას. იყავით უფრო თავმდა
odala
21:59 04-04-2015
0
ჩვენი საამაყო თაობა!!!
თქვენ გენაცვალეთ ლომებო!!!

გამარჯვებას გისურვებთ! ღმერთი თქვენსკენ!!!
Lado
16:30 04-04-2015
0

სიახლეები პოპულარული