შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრებს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 57:0 დამარცხდა. მანამდე ჩვენმა ნაკრებმა ირლანდია და იტალია დაამარცხა.
"მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩვენ არაჩვეულებრივ ბიჭებს, მთელს სამწვრთნელო შტაბს და დელეგაციის წევრებს თავდადებისთვის, შემართებისთვის, ერთმანეთის და სამშობლოს სიყვარულისთვის! მინდა მივულოცო ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივრებს ისტორიული წარმატება, რაც გულისხმობს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში გასვლას.
ფაქტია, რომ ქართულ რაგბს შესანიშნავი შევსება ეზრდება! ეს ის თაობაა, რომელიც 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში გასვლის შემთხვევაში, ითამაშებს მსოფლიო გრანდებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თაობამ უმაღლეს დონეზე გამოცდილება მიიღო.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საბაბი ვიყოთ ამაყნი.
დღეს სტადიონზე ბევრი ქართველი იყო შეკრებილი, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში ქომაგობდნენ ჩვენ ბიჭებს და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში, როგორც საფრანგეთში ისე საქართველოში გულშემატკივრობდა ნაკრებს", - თქვა ნიჟარაძემ.
წყარო: rugby.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია