ტურნირამდე რიგით მე-4 მოსამზადებელ ეტაპს სპარინგ-მატჩი და ერთობლივი ვარჯიში დაემატება, რომელსაც 20-წლამდელები ფრანგული "კლერმონის" ესპუარებთან გამართავენ. ეს უკანასკნელი საქართველოში 12 აპრილს ჩამოვა, შეხვედრები კი 15 და 18 აპრილს იგეგმება.
წინა შეკრებებისგან განსხვავებით, სამწვრთნელო შტაბმა ამჯერად ლეგიონერებსაც უხმო, მათ შორის, "კლერმონის" 2 მოთამაშეს - ბექა კაკაბაძეს და თორნიკე ზოიძეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენმა გუნდმა აქამდე 3 შეკრება გაიარა -
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფა 2015 ლისაბონში, 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიმართება. ახალგაზრდა "ბორჯღალოსნები" A ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელი პორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღმდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.
მატჩების განრიგი
12 მაისი
საქართველო - ურუგვაი
16 მაისი
საქართველო - ფიჯი
20 მაისი
საქართველო - პორტუგალია
24 მაისს
ტურნირის ფინალური რაუნდი გაიმართება.
წყარო: rugby.ge