საქართველო(U20)-კლერმონი (ესპ.) 28:18 - მეორე ტაიმში არ გავახარეთ

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდული ალაფისთვის შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ემზადება, 17 აპრილს ფრანგული ტოპ 14-ის გუნდ "კლერმონის" დუბლშემადგენლობას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 28:18 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ათი ქულის სხვაობით, 8:18 დათმეს.

მე-10 წუთზე ანგარიში ლელოთი ფრანგთა მე-11 ნომერმა ჟულიენ შარბინმა გახსნა, ენზო სანგამ კი გარდასახა. ორ წუთში რეზი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი ოთო გიორგაძემ სტუმრებს საპასუხო ლელო დაუდო. ტაიმის დასრულებამდე სანგამ ჯერ ზედიზედ ორი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი ჟულიენ შარბონმა ლელო დაგვიდო.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. ჯერ გიორგაძემ დადო ლელო, შემდეგ კი თითოჯერ ირაკლი სვანიძემ და ნიკა სიმონიშვილმა გამოიჩინეს ანალოგიურად თავი. ამას გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახვა და ერთი ზუსტი ჯარიმაც დაურთო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sportall.Ge

ამ სპარინგ-მატჩით დასრულდა 20-წლამდელების რიგით მე-4 შეკრება, ხოლო 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფამდე გუნდი დასკვნით შეკრებას 26 აპრილიდან შეუდგება. ტურნირი კი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები "ა" ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრები ხართ ბიჭებო...წარმატებები
eduard
10:37 19-04-2015
0
კარგი დასაწყისია!წარმატებები ბიჭებო!!!
დავით ცხამელი
13:49 18-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული