U20. საქართველო VS კანადა - ქართული რაგბის ისტორიის შესაქმნელად

AutoSharing Option
რამდენიმე საათში გაირკვევა 2015 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ალაფის გამარჯვებული, შესაბამისად 2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი.

24 მაისს, ჩვენი დროით 20:00 საათზე ტურნირის კულმინაციურ მატჩში "ახალგაზრდა ბორჯღალოსნები" კანადელ "ნეკერჩხლებს" ესტადიო უნივერსიტარიოზე დაუპირისპირდებიან.

ალაფის ფინალში 20-წლამდე "ბორჯღალოსნები" პირველად გავიდნენ - აქამდე მათ მონაგარს მხოლოდ მესამე ადგილი წარმოადგენდა, ხოლო გამარჯვებისა და მსოფლიოს საგზურის მოპოვების შემთხვევაში ისინი კიდევ ერთ თავს შემატებენ ქართული რაგბის "ისტორიის წიგნს".

ორივე ფინალისტმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და 13-13 ქულა დააგროვა. "ა" ჯგუფის ბოლო შეხვედრის შემდეგ ჩვენმა
სამწვრთნელო შტაბმა დრო მაქსიმალურად დასვენებასა და აღდგენას დაუთმო.

მთავარი მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ განაცხადა:

"მაქსიმალურად დავისვენეთ და აღდგენას მივაქციეთ დიდი ყურადღება. გავიარეთ ვიდეო ანალიზი და შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. წინ ტურნირის და წლის ყველაზე რთული მატჩი გველის კარგ, ორგანიზებულ და ძლიერ მეტოქესთან. რაც მთავარია ჩემი ბიჭები ფიზიკურად, ტაქტიკურად და მენტალურად ფინალისთვის მზად არიან."

საფინალო რაზმი
უმნიშვნელოვანეს მატჩამდე 24 საათით ადრე ქართულმა სამწვრთნელო შტაბმა ახალგაზრდა "ბორჯღალოსნების" საფინალო რაზმი დაასახელა.

წინა ტურში დასვენების შემდეგ სასტარტოს ირაკლი სვანიძეს, ბადრი ლიპარტელიანს, ნიკა ნეფარიძესა და ბექა გორგაძეს დაუბრუნდნენ; გიორგი კვესელაძემ ცენტრიდან ფრთაზე გადაინაცვლა; ბექა კაკაბაძემ, თორნიკე ზოიძემ და რატი შანიძემ კი, მარქაფაში გადაინაცვლეს.

Sportall.Ge

უკანა ხაზი [ბექები]
15 ირაკლი სვანიძე ჯიქი
14 ანზორ სიჭინავა აკადემია
13 ბადრი ლიპარტელიანი არმაზი
12 სანდრო ილურიძე აკადემია
11 გიორგი კვესელაძე იუნკერები
10 რეზი ჯინჭველაშვილი აია
9 ვასილ ლობჟანიძე არმაზი

შერკინება [ფორვარდები]
1 ნიკა ნეფარიძე ლოკომოტივი
2 ბადრი ალხაზაშვილი კაპ. ლელო სარასენს
3 გიორგი მელიქიძე ხარები
4 ოთარ გიორგაძე აია
5 მიხეილ ბაბუნაშვილი ტარბ [სფრ]
6 თორნიკე ბუბუტეიშვილი ლელო სარასენს
7 დავით პაპავაძე ჯიქი
8 ბექა გორგაძე მონ დე მარსან [სფრ]

მარქაფა [სათადარიგოები]
22 გიორგი ბაბუნაშვილი აია
21 თემურ თუთბერიძე აია
20 რატი შანიძე ლელო სარასენს
16 გიორგი თედორაძე თიბიეს
17 ბექა კაკაბაძე კლერმონ [სფრ]
18 თორნიკე ზოიძე კლერმონ [სფრ]
19 გიორგი ცუცქირიძე  ბრივ [სფრ]

სამწვრთნელო შტაბი
ილია მაისურაძე - მთავარი მწვრთნელი, ლადო კილასონია - მწვრთნელი, ზურა ამონაშვილი - მწვრთნელი, გაგა გურეშიძე - მწვრთნელი, ირაკლი ჭყონია - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, გიორგი ნადარეიშვილი - ფიზ. მომზადების მწვრთნელი, ვახტანგ წიკლაური - ექიმი, ირაკლი შაორშიძე - ფიზიო, ლიამ რობინსონი- ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი, ოთარ იაშვილი და ირაკლიხუნდაძე - მენეჯერები.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენი ახალგაზრდა რაგბისტების გამარჯვება ქართული სულის გამარჯვებაა.დიდი მადლობა ბიჭებს- კაცები არიან !
გიორგი
25 მაისი 2015 12:10
0
ჩვენი ახალგაზრდა რაგბისტების გამარჯვება ქართული სულის გამარჯვებაა.დიდი მადლობა ბიჭებს- კაცები არიან !
გიორგი
25 მაისი 2015 12:09
0
ყოჩაღ!!!!! ადრეც დავწერე და კიდევ მინდა გავიმეორო: ეს ღირსეული გამარჯვება გააპიარეთ ბოლომდე სკოლებში , ინსტიტუტებში, ყველა ჩვენთაგანმა საკუთარ ოჯახებში, რომ ამ ბიჭების ვაჟკაცობამ სტიმული მისცეს ათას და ასიათას მათ თანატოლს, რომ მათაც ირწმუნონ , რომ შეუძლიათ სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა!!!! დიდი მადლობა მათ მშობლებს, მათ აღმზრდელებს, ფედერაციას და ყველას ვინც მათ ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მიიღო!!!! მე დღეს ვარ ამაყი და არ მეშინია ჩემი ქვეყნის მომავლის!!!! მადლობა ბიჭებო!!! P.S. კარგი იქნება თუ რომელიმე დიდ დარბაზში , მაგ. სპორტის სასახლეში, მოხდება ამ ბიჭებთან შეხვედრა. დარწმუნებული ვარ ცარიელ ადგილს ვერ იპოვით!!!
დათო
25 მაისი 2015 11:29
0
აი, ვისით უნდა ვიამაყოთ: დიდება ქართველ გმირებს, დიახ გმირებს. ქართველი რაგბისტები იმსახურებენ ამ წოდებას. მათ საქმით დაამტკიცეს, რომ დამსახურებულად ატარონ გმირობის სახელი. ყოჩაღ ბიჭებო. საამაყოა, რომ ქართული რაგბის მომავალი სწორი გზით მიდის.
მალხაზი
25 მაისი 2015 10:37
0
გიხაროდეთ 49-24, მოიგეს პატარა ლომებმა!
საქართველო! საქართველო!
24 მაისი 2015 21:46
0
მოვიგეთ გილოცავთ
giorgi
24 მაისი 2015 21:45
0
მატყუარები ხართ
giorgi
24 მაისი 2015 20:48
0
გაიხარეთ ბუჭებო. ჩახაგეთ მაგათაც
nugzari
24 მაისი 2015 19:14
0
ვინმემ თუიცით 1 არხზე არაჩვენებენ?
giorgi tsikubadze
24 მაისი 2015 18:45
0
წარმატებები ბიჭებო.გამარჯვებას გისურვებთ კანადის ნაკრებთან!
გიორგი
24 მაისი 2015 14:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული