პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 24:7 მოიგო, ჩვენებმა 4 ლელო გაიტანეს, მეტოქემ - 1.
მეორე ტაიმი კიდევ უფრო უხვქულიანი გამოდგა, კანადელებმაც გამოიღეს ხელი და საბოლოოდ 49:24 დაფიქსირდა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. საერთო ჯამში, ქართველებმა კანადას 7 ლელო გაუტანეს.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა გაისად ელიტაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო.