"ბორჯღალოსნებიდან" ლელოთი თავი თორნიკე მატარაძემ (18) და უჩა ჭეიშვილმა გამოიჩინეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად გელა აფრასიძემ შეასრულა, თუმცა მატჩის მოსაგებად ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა. საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 17:36 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები იქნება წარმოდგენილი. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. სამხრეთამერიკული ტურნეს
ტურნეს დასრულებამდე, "უმცროსი ბორჯღალოსნები" კიდე სამ თამაშს გამართავენ.
არაფრის გულისთვის გული არ გაიტეხოთ ჩვენო ჯიგრიანო ვაჟ-კაცებო !
პირიქით ამ წაგებით უფრო მეტი უნდა იმუშავოთ, რომ შემდგომში გამარჯვებით გაგვახაროთ . . .