U20. არგენტინა-საქართველო 49:11 - მეორე მარცხი "პუმიტასთან"

AutoSharing Option
24 თებერვალს სამხრეთამერიკულ ტურნეში მყოფმა საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა არგენტინელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და 11:49 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ 20 თებერვალს გამართული "უმცროსი ბორჯღალოსნებისა" და "პუმიტასის" პირველი დაპირისპირება მასპინძელთა გამარჯვებით, 36:17 დასრულდა (იხილეთ ვრცლად).

* * *
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, შეხვედრა ბუენოს აირესში, 37-გრადუსიან სიცხეში წარიმართა. წინა მატჩისგან განსხვავებით, გუნდებმა 26-26 მოთამაშე ათამაშეს. პირველ ნახევარში მატჩის დაწყებიდან 3 წუთი იყო გასული, როდესაც მეტოქე რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდა და ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მოგვეცა, მაგრამ გელა აფრასიძის დარტყმული არაზუსტი აღმოჩნდა.

მე-5 წუთზე კი ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ხელიდან მასპინძლებმა არ გაუშვეს - აგდებული დერეფნიდან, ჩენ 22-ში გაჭრეს და ჩათამაშების შემდედ მატჩის პირველი ლელო მიითვალეს. გარდასახვა ზუსტი იყო - 7:0.

თამაშის განახლებიდან მეტოქემ ბურთი ფეხით დაგვიბრუნა. ფეხითვე ვუპასუხეთ, მაგრამ დაუფლების შემდეგ "პუმიტასმა" ფრთაზე შეძლო შეტევის გაგრძელება. არგენტინელებმა ლელომდე ახლოს დამცველები ფრთაზე მიიზიდეს და ოფლოუდით შეტევა შიგნით შეაბრუნეს და მეორე ლელოც დაამიწეს - 14:0.

ამის შემდეგ გარკვეული დროით ჩვენ გადავედით შეტევებზე. მომენტებში როგორც მოკლე დარტყმებით, ასევე ხელდახელ ვახერხებდით გაშლას. მატჩის დაწყებიდან დაახლოებით 17 წუთში აიღე და მიეძალე გავაჩაღეთ. მეტოქის ლელოს ხაზთან ახლოს ჩვენი შერკინება დაინიშნა, რომელშიც ვიმძლავრეთ - მიხეილ გორგასლიძე მოეხსნა და ზედ ლელოსთან კიდეში აფრასიძე შეიყვანა. გელას აუტის ხაზთან თავისივე ლელოს გარდასახვა ვერ გამოუვიდა - 14:5.

ტაიმის ბოლომდე მეტოქე შერკინებაში დაჯარიმდა და აფრასიძემ ამჯერად ზუსტად დაარტყა - 14:8, მაგრამ მასპინძლებმა მალევე შეძლეს ლელოს დამიწება - 21:8.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე მეტოქეს საკუთარი შერკინება მოვუგეთ და დავაჯარიმეთ. სიზუსტემ არც ახლა უმტყუნა აფრასიძეს - 21:11.

ამის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ვუტევდით, ფაზების აკინძვაც გამოგვდიოდა, მაგრამ ქულებში გარდასახვამდე საქმე ვერ მიდიოდა.

მოგვიანებით დიდმა სიცხემ და დაღლამაც თავისი ქნა და შედარებით უფრო გაგვიჭირდა თავის დაცვა. არგენტინელებმა კი მატჩის დასრულებამდე კიდევ სამი ლელოს მითვლა მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 49:11 დააფიქსირეს.

U20. არგენტინა-საქართველო 49:11
საქართველო: 15 ირაკლი სვანიძე, 14 ლადო მიმინოშვილი, 13 გიორგი კოშაძე, 12 სანდრო ილურიძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 გელა აფრასიძე, 1 უშანგი ჭეიშვილი, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 დემურ ეფრემიძე, 5 მიშა ბაბუნაშვილი, 6 გიორგი ცუცქირიძე, 7 ირაკლი ცხადაძე, 8 მიხეილ გორგასლიძე
16 თორნიკე მატარაძე, 17 ლუკა გოგინავა, 18 გურამ პაპიძე, 19 გაგა არაბული, 20 ილია სპანდერაშვილი, 21 ლაშა მამუჩარაშვილი, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე, 24 ვანო ფუტკარაძე, 25 ცისკარა ბერიაშვილი, 26 სანდრო მერკვილიშვილი.

* * *
შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება. მანამდე კი, სამხრეთამერიკული ტურნეს ფარგლებში, ქართველი 20-წლამდელები არგენტინელ და ურუგვაელ თანატოლებთან ამხანაგურად ითამაშებენ.

მომავალი მატჩები
ურუგვაი - საქართველო
28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ).
მკითხველის კომენტარები / 9 /
რეგიონებში უნდა გავიდეს რეგბი. თუ ბავშები რეგიონებში სკოლაში რეგბს არ ითამაშებენ არ გამოვა არაფერი. უკან უკან წავალთ.
hh
27 თებერვალი 2016 23:03
0
არგენტინელი მოდელი უნდა გადმოვიღოთ
besa
26 თებერვალი 2016 00:47
0
არ გეგონოთ,ჩვენი ქვეყანა არ მტკიოდეს,პირიქით ძალიან,ძალიან მტკივა,ფეხბურთში ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელიც არ გვყავს დღეს დღეობით საქართველოში და შედეგებს ვითხოვთ,რა შუაშია მწვრთნელი,ვინც არ უნდა მოვიდეს შედეგი იქნება 0-ლი,ხოლო რაც შეეხება რაგბს,ამ სპორტის სახეობაში ჩემი აზრით უფრო რთულადაა საქმე,ვიდრე ზოგ ზოგებს ჰგონია,რუსეთის,რუმინეთის,ნამიბიას და ტონგას მოგება არ ნიშნავს ხარისხს,რაც შეეხება მსოფლიო თასზე ჩვენ მონაწილეობას,რაგბს 8-10ქვეყანა თამაშობს,რასაც რაგბი ჰქვია და მორჩა და ამ რაოდენობის გუნდებით მსოფლიო თასის ჩატარება წარმოუდგენელია,ამიტომაც გვაძლევენ იქ თამაშის უფლებას,ამ ჩეპიონატში ამ 8-10 გუნდთან ვმარცხდებით უშანსოდ დიდი ანგარიშით,უფრო მეტიც ამ 4-ხი წლის შუალედში ჩვენთან ეს გუნდები ტესტ მატჩებსაც არ კადრულობენ,რატომ?იმიტომ,რომ აზრი არააქვს ჩვენთან თამაშს,ეს მათ არაფერს აძლევთ,ასე,რომ გაიგეთ ისიც,რომ მეორე ლიგაში გვათამაშებენ და პერსპექტივაც არა გვაქვს,რომ "უმაღლესში'გადავიდეთ,რატომ ნეტა,ხვდებით რაშია საქმე?დაბალუი დონე ვართ და ამაშია საქმე.ქვეყანას,რომელსაც ერთი რაგბის ნორმალური სტადიონი არ გააჩნია,ან ჩვენი ჩემპიონატი რას გავს,რა დონეა,ამის შემდეგ რა ამბიციები უნდა ჰქონდეს,მე პირადად არ მესმის.
roma
25 თებერვალი 2016 13:33
0
37 ara 97 rashuashia sicxe??es mkvexaroba rodemdes unda gvqondes avadmyopobad?xansicxe iqneba da xan sicive aba operis darbazshi kiar mgerian..sanam baqi buqobas,tavis martlebas armovishlit ariqneba kargad saqme.daweret eacaa realoba,saqebi sheaqet,gasakicxi gakicxet da viswavlot simartlis pirshi tqma.bichebi ki martla gaisarjnen da daixarjnen da oqros taoba modis...rasvizamt klasit upro magla arian..warmatebebi da gvtis madli bichebs da mtel samwvrtnelo shtabs
666
25 თებერვალი 2016 12:51
0
ბუენოს-აირესი,ითარგმნება როგორც თბილი ქარების ქალაქი.ქართველო! ნუთუ მართლა არგენტინიდან წერთ. წავიკითხე,ამ ტურნეს შემხები თქვენი მესიჯები , ბიჭების თამაშებამდე და ეხლაც,ორივე, კოზირებიც და ჯოკერიც ჩამოთვლილი გაქვთ-ფლეშროიალის დადებით და ტურნეს მატჩების გარდუვლად მოსაგებად ქართველთა მიერ,მაგრამ უკვე წარსულში.მეტი შეთამაშება-ამჟამად უძლიერებისა ქართულ ახალგაზრდულ ქართულ რაგბიში,ამას კი ერთობლივი თამაშით,დრო ესაჭიროვება,ვეჭვობ სამი თვე არ ეყოფათ,ჩვენს "სტრატეგ მწვრთნელებს",და მგონი ვერც შესძლებენ ამ დროით შეკრებას უძლერესთა,ერთ გუნდად.სიტყვებით გაგიხარია ყველა "მამულისშვილი "ვართ,საქმით კი სხვა ქართველთა გაგონებაც არ სურთ,"მეფურ თამნამდებობებზე" მყოფთ
montevideo
25 თებერვალი 2016 12:50
0
ვერაფერი ისცავლეს ამათ უფროსი ნაკრებისგან? მერამდენედ უნდა ცავაგოთ??????????????
givi
25 თებერვალი 2016 12:17
0
ეს ტვიტერის კომენტატორები "საიდანაო"-დამძიმდენ ბიჭები 4о გრადუსიაო.ქართველებს სიცხით გვაშინებენ-სირცხვილია. "რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო" "გაისეირნეს" რა ზაფხულში. ბიჭებო !თქვენ მაინც იყოჩაღეთ,ბოლომდე იბრძოლეთ,თუ მესვეურებს სტრატეგიული აზროვნება არ სძალუძთ. უძლიერესი ბიჭები ვერ "შეიყვანეს" გუნდში და,ამგვარად იშვება სამომავლო შეცდომები....აბა იყვნენ ლობჟანიძე,მელიქიძე,გორგაძე....თორემ სიცხეო ნამეტანიო,ცუდ მოცეკვავეს რა ც უშლის დაავიწყდათ...გათვლა და ანალიზი ეროვნული ნაკრების დონეზე. მოყვარეს ...უძრახეო,თუ გაუგიათ ამ სტრატეგებს.ურუგვაელებთან" ამ, უზომოდ ხორცის მჭამელებთან" მაინც არ შერცხვენ ვაი ქოაჩები, მონტევიდეოშიც............არ "დასიცხოთ მწვრთნელებს",თორემ ბიჭებს რაც შეუძლიათ,აკეთებენ,რესურსი გვაკლია,მაგრამ რომ გვყავს თადარიგში 5-6 უძლიერესნი ამ ასაკისა, და "სახლში? დავტოვეთ"б აი ეს არის უთავობა,სხვა კი არაფერი,ქვეყანა და მსოფლიო კი არ "გადატრიალდება",თუმცა როცა ქვეყნის ბედი რომ წყდება მაშინაც ჩვენი უთავო მესვეურნი ყველგან,არა მარტო სფორტში,ხელებს ჩხუბის შემდეგ იქნევენ და არა როცა საჭიროა,ჯახისას. ....
M.Z.-Tbili qarebis qalaqidan.
25 თებერვალი 2016 11:57
0
დასანანია,არავარტ ჯერ იმ დონეზე არგენტინას მოვუგოტ,ურუგვაისტან კი აგარ არის საინტერესო
ალეკსანდრე
25 თებერვალი 2016 10:48
0
კომენტარის გარეშე
koki
25 თებერვალი 2016 10:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული